კინო/ფილმებისაზოგადოებაკულტურასაქართველო

არიადნა შენგელაიას დაბადების დღეზე ვარსკვლავს გაუხსნიან – მსახიობს 13 იანვარს 82 წელი უსრულდება

„შერეკილების“ ერთადერთ ქალ პერსონაჟს, ტრიფონის მეუღლეს და ერთაოზის გულისმპყრობელს – მარგალიტა ამყოლაძეს 13 იანვარს 82 წელი უსრულდება.

13 იანვარს არიადნა შენგელაიას შემოქმედებით საღამოს გრიბოედოვის თეატრი უმასპინძლებს, მისი ვარსკვლავი კი კინოთეატრ „რუსთაველის“ წინ გაიხსნება.

ორგანიზატორების ინფორმაციით, არიადნა შენგელაია წლებია, თბილისში ცხოვრობს, თუმცა უარს ამბობს საჯარო ცხოვრებაზე და 2007 წლიდან მოყოლებული მაყურებლის წინაშე არ გამოჩენილა. 13-წლიანი პაუზის შემდეგ კი მსახიობი თავისი ვარსკვლავის გახსნას დაესწრება.

არიადნა შენგელაიას როლებს ქართველი მაყურებელი კარგად იცნობს. მოსკოვის კინემატოგრაფიის ინსტიტუტში სწავლისას არიადნა შპრინკმა (ასეთია მისი ქალიშვილობის გვარი) ქართველი რეჟისორი – ელდარ შენგელაია გაიცნო.

სწორედ ელდარ შენგელაიასთან ქორწინების შემდეგ, ტაშკენტში (უზბეკეთი) დაბადებული გერმანული წარმოშობის რუსი არიადნა შპრინკი მეუღლის გვარზე გადავიდა და მასთან განქორწინების შემდეგაც შენგელაიად დარჩენა მოისურვა.

ამ ქორწინებას უკავშირდება, აგრეთვე, იმ დროისთვის უკვე წარმატებული და ტიტულოვანი მსახიობის მოსკოვიდან საქართველოში გადმოსვლა. რუსულ კინოში არაერთი ცნობილი როლის მიუხედავად არიადნა შენგელაია კინოს ისტორიაში შევიდა და დარჩა, როგორც ულამაზესი ქართველი მსახიობი.

ალისა ფრეინდლიხი, არიადნა შენგელაია და ვერიკო ანჯაფარიძე

პარალელურად, არიადნა შენგელაია გრიბოედოვის თეატრის მსახიობი იყო და თეატრალურ უნივერსიტეტში ასწავლიდა.

მსახიობს 1979 წელს საქართველოს სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close