კრიმინალისაზოგადოებასაბერძნეთისაქართველო
ამასთან, გარდაცვლილის ოჯახთან კონტაქტზეა საქართველოს საკონსულო.
საგარეო უწყების ინფორმაციით, ბერძნული მხარის შეტყობინებით, ათენში, ამბელოკიპის უბანში ორი მოქალაქე ბინას ძარცვავდა, რა დროსაც ისინი მეზობლებმა შენიშნეს და პოლიცია გამოიძახეს. გაქცევის მცდელობისას საქართველოს ერთ-ერთმა მოქალაქემ შუშის კარის გატეხა ცადა, რის შედეგადაც მძიმე დაზიანებები მიიღო. დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მძიმე დაზიანების გამო მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და იგი დაიღუპა.
„საკონსულო უკვე ხაზზეა გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან და დაწყებულია გადასვენების პროცედურები. მეორე მოქალაქე კი დაკავებულია“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში.
კომენტარები