საზოგადოებაnewsსაქართველო
2020 წელს დაბადებული პირველი ახალშობილი მომღერალ მარიკო ებრალიძის შვილია
2020 წლის პირველი ახალშობილი თბილისში პირველ იანვარს 5 საათზე დავით გაგუას კლინიკაში დაიბადა. ქვეყანას დანიელი მოევლინა და ის ცნობილი მომღერლის მარიკო ებრალიძის შვილია.
ამ კლინიკაში ახალი წლის ღამეს კიდევ 5 პატარა გაჩნდა. ახალშობილები პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ მოინახულა.
ახალი წლის ღამეს დაბადებული პატარები და მათი დედიკოები თავს კარგად გრძნობენ.
კომენტარები