მსოფლიორას არ გაიგებ/ფაქტებისაზოგადოება
საფრანგეთში ძველი ციხე-დარბაზი 55 დოლარად იყიდება
საფრანგეთში მე-13 საუკუნის ციხე-დარბაზ შატო დე ვიბრაკს 55 დოლარად ყიდიან. ამის შესახებ CNN-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, მყიდველთა რაოდენობა შეზღუდული არ არის. თითოეული მათგანი ციხე-დარბაზში ნებისმიერ დროს თავისუფლად შესვლას შეძლებს, ბაღში კი მისი სახელობის ნაკვეთი იქნება. პროექტს საფრანგეთის მემკვიდრეობის შენარჩუნებისა ფონდი და არაკომერციული სარესტავრაციო ასოციაცია Adopte un château ახორციელებენ. ინიციატივის მიზანი დანგრეული და მიტოვებული ციხე-დარბაზების აღდგენაა.
ამ ეტაპზე ციხე-დარბაზს უკვე 1700 მფლობელი ჰყავს 45 ქვეყნიდან. ორგანიზატორები ვარაუდობენ, რომ ძეგლის აღსადგენად 1 240 000 ევროს შეაგროვებენ.
შატო დე ვიბრაკი უკვე მესამე ციხე-დარბაზია, რომელზეც ორგანიზაციები მუშაობენ.
imedinews.ge
კომენტარები