გარდაიცვალა გამოჩენილი ბერძენი კომპოზიტორი გიორგოს ზიკასი
70 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა ბერძენი (თესალონიკელი) კომპოზიტორი გიორგოს ზიკასი (Γιώργος Ζήκας), რომელმაც უნიკალური სიმღერებით და არაჩვეულებრივ მომღერლებთან თანამშრომლობით დაწერა თავისი საკუთარი ისტორია.
გიორგოს ზიკასი დაიბადა 1949 წლის 16 მაისს თესალონიკში. მან საშუალო სკოლა მიატოვა გიმნაზიის მესამე წელს და 16 წლის ასაკში მოდის დიზაინერიგახდა, ჯარში სამსახურის დამთავრების შემდეგ კი დაიწყო სამკაულების დამზადება (სამკაულების დიზაინი). 30 წლის ასაკში იგი ბუზუკმა (ბერძნული საკრავი ინსტრუმენტი) გაიტაცა, მას შემდეგ სიმღერებს წერდა.
გიორგოს ზიკასი მუსიკალურ სცენაზე გამოჩნდა 1985 წელს. დიონისე სავოპულოსი იყო ის ადამიანი, რომელმაც მას დისკის ჩაწერა ურჩია, როდესაც ციმკისკის ქუჩაზე მდებარე „ლირას“ სცენაზე პირველად მოუსმინა.
მისი პირველი გამოჩენა დისკოგრაფიაში იყო ალბომი „მთვასთან ერთად დავიკარგე“, სადაც გიორგოს ზიკასთან ერთად მომღერალ ელეფთერია არვანიტაკის დებიუტიც გაიმართა. იგი ასევე თანამშრომლობდა სახელგანთქმულ მომღერლებთან ელენი ცალიგოპულუსთან, მარიოსთან, გიორგოს დალარასთან, კოსტას მაკედონასთან, ლეფტერის ზერუდაკისთან, სოფია პაზაზოღლუსა და კატრინინა კუკასთან ((Eleni Tsaligopoulou, Mario, Giorgos Dalaras, Kostas Makedonas, Lefteris Zervoudakis, Sofia Papazoglou, Katerina Kouka), მათთან ერთად შექმნა არაერთი არაჩვეულებრივი, დაუვიწყარი ნაწარმოები.
ნინო ბაჯელიძე
კომენტარები