fbpx
საზოგადოებასაქართველო

„ანიტამ დღეს ყველას გვიჩვენა მაგალითი, თუ როგორ უნდა ვიბრძოლოთ სიცოცხლისთვის“ – ანიტას დედა

როგორც NOSTAL.GE-ს ანიტელებმა უკვე იცით, ანიტა ინდოეთის კლინიკაშია.

„ანიტამ დღეს ერთ-ერთი ურთულესი ეტაპი წარმატებით გადალახა და ყველას გვიჩვენა იმის მაგალითი, თუ როგორ უნდა ვიბრძოლოთ სიცოცხლისთვის და მან ეს 2 წლის ასაკში შეძლო“, – ამის შესახებ ორი წლის ანიტა ფაცაციას დედა, მარიკო სადრაძე ფეისბუქში წერს.

„მოგესალმებით. ემოციურად სრულიად გადამწვარი ვარ, მაგრამ ის რაც ხდება დღეს საქართველოში, უბრალოდ არ მაძლევს ნებას დღესვე არ დავწერო. ჩემი ჩიტი თბილ ქვეყნებში ჩამოფრინდა, როგორც უკვე იცით. ფრენამ ჩაიარა იდეალურად. მთელი გზა ეძინა, მე კი მის მონაცემებს ეკრანზე მივშტერებოდი. ყველაფერი იმდენად კარგად იყო მთელი გზის მანძილზე, რომ ექიმებს ყურსასმენები ეკეთათ და პლანშტებში ფილმებს უყურებდნენ. ფრენის ბოლო ნახევარი საათი გაიღვიძა და გამოაცხადა: „მე ბაჭია ვარო“. კიდევ ბევრი მეჭორავა და ცოტა იცინა კიდეც. დავეშვით მშვიდობით. ეს ყველაფერი კი ზუსტად ვიცი თქვენი დამსახურებაა. მადლობა ყველას!!!

ჩემი გოგო ინტენსიურში დააწვინეს და მარტო ერთხელ მომცეს ნახვის უფლება. ჯერჯერობით, ძილის რეჟიმზე ჰყავთ, მაგრამ რომ გაიღვიძოს და მე არ დავხვდე არ ვიცი, რას იფიქრებს. პატარაა და ძალიან შეეშინდება. დარწმუნებული ვარ, ეგონება, რომ დედამ მიატოვა. ხვალ გადაწყდება საკითხი პალატაში გადმოიყვანენ თუ ინტენსიურში დარჩება. ღმერთს ვთხოვ, ხვალ უკვე ჩვენთან იყოს, პალატაში.

მიუხედავად ამისა, ანიტამ დღეს ერთ-ერთი ურთულესი ეტაპი წარმატებით გადალახა და ყველას გვიჩვენა იმის მაგალითი, თუ როგორ უნდა ვიბრძოლოთ სიცოცხლისთვის და მან ეს 2 წლის ასაკში შეძლო! დღეს მამამისს ვუთხარი, რომ იმდენად ძლიერი შვილი გვყავს, მგონი, ვერ ვართმევთ თავს მის მშობლობას, რადგან ჩვენ ხშირად ვეცემით, ანიტა კი არასოდეს, არც ერთი წამით არ დანებებულა. მან დაამტკიცა, რომ სიცოცხლე ძალიან, ძალიან ტკბილია და ნებისმიერ ფასად უნდა ვიბრძოლოთ მის შესანარჩუნებლად“, – წერს სოციალურ ქსელში ორი წლის ანიტას დედა მარიკო სადრაძე.

როგორც ერთ-ერთი ანიტელი წერს „მჯერა ძალიან ბევრიი ადამიანიის ლოცვა ყველაფერზე ძლიერიიია💜💜💛  ძალიან ბევრიი ადამიანიი დააკავშირე ერთმანეთთან და კიდევ ერთხელ დაამტკიცეე, რომ შეგვიძლია გვერდიით დგომა“.

Natalia Gogiashvili
როგორც მივხვდი ეს კაცი იქნება ანიტას ექიმი. რამდენიმე დღის წინ დავდე ვიდეო 3 წლის რუსი ბიჭუნასთვის გულის ტრანსპლანტაციაზე, სწორედ მან გააკეთა ეს ოპერაციაც. ყველა სირთულის უსწრაფესად დაძლევას ვუსურვებ ამ პატარა მამაც გოგონას ❤️💛💚💙💜

მოგესალმებით ანიტას გულშემატკივრებო, დღეს საკვირაო წირვაზე საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ მოიხსენია და დალოცა ანიტა კვეთაზე და ამბიონზე 🙏🙏🙏❤️❤️❤️

ყველაფერი კარგად იქნება

ღმერთი ჩვენთანაა🙏❤️

ძალიან მივამსგავსე ანიტა ჩემს შვილიშვილს. მერე აღმოვაჩინე აქ, რომ თურმე თითქმის ყველა ანიტელიც ასე ფიქრობს – რომ ძალიან ჰგავს ჩვენი ბაჭია მათ შვილს ან შვილიშვილს. ჩვენ ყველანი ანიტას თვალებში ჩვენს შვილებს ვხედავთ. ანიტას ტკივილს ისე განვიცდით, როგორც შვილიშვილისას და ამიტომაც ვერ წარმოგვიდგენია, რომ ამ გოგო-სასწაულს რამე პრობლემა შეექმნას. ჩემი ნინუცა ხარ შენ ანიტა. ჩემი სიხარული და ბედნიერება.

სიტყვები არ მყოფნის… ჩემთვის გასაოცარია როგორ გააერთიანა ანიტამ, ან პაწაწინა საოცარმა გოგომ სრულიად საქართველო… და მე უზომოდ ბედნიერი ვარ რომ ქართველებს ასეთი სიყვარული და სიკეთის კეთება შეგვიძლია კვლავაც…
ეს მხოლოდ ჩვენთანაა, ასე მგონია
ეს ანგელოზი კარგად იქნება, სხვანაირად უბრალოდ წარმოუდგენელია….
ანიტა გვიყვარხარ და უამრავ სიყვარულს გიგზავნის მთელი საქართველო….
და მართლაც რომ
„სიყვარული გადაგვარჩენს“…. 🎉🎉💖💖💖

ანიტას გუნდი ხომ თითქმის მთელი საქართველოა, მაგრამ განსაკუთრებული მადლობის ღირსია გუნდი, რომელიც უკვე თვეზე მეტია მართლაც ყველაზე ოპერატიულად, ყველაზე ორგანიზებულად, ყველაზე დიდი შემართებითა და ყველაზე დიდი გულით დგას ანიტას გვერდით. დიახ, ეს გუნდი ანიტას მშობლების მეგობრები და პირველი გულშემატკივრები არიან, რომლებმაც ნამდვილად სამაგალითო ქცევა გვაჩვენეს ყველას გვერდში დგომისა და გამხნევების. ჩემთვის ეს არის შემთხვევა, რომელიც პირველივე ნაბიჯებიდან დეტალურად უნდა აღიწეროს, როგორც მაგალითი რესურსების გონივრულად და მიზანმიმართულად მობილიზების, ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის სანდო ინფორმაციის ოპერატიულად მიწოდების, მხოლოდ დადებითი ემოციების გავრცელების, ბრძოლისუნარიანობის, ა.შ. და ა.შ. ეს გუნდი იმაზეც კი ფიქრობდა, რომ საინფორმაციო პლატფორმებს დაუზუსტებელი სიახლეები აეღოთ, რათა ხალხი შეცდომაში არ შეეყვანათ. მადლობა მადლობა და კიდევ ერთხელ
მადლობა!

არა მხოლოდ ანიტა ამაყობს თქვენით, არამედ თითოეული ჩვენგანი! 💙

ორი წლის ანიტა ფაცაციას გულზე აქვს უმძიმესი დაავადება – დილატაციური კარდიომიოპათია და გულის ტრანსპლანტაცია ესაჭიროება.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close