შეუცნობელიჰოროსკოპი

7 ყველაზე იღბლიანი და წარმატებული ზოდიაქოს ნიშანი 2020 წელს

მომავალ წელს ასტროლოგები გამოყოფენ ზოდიაქოს 7 ნიშანს, რომლებსაც შეუძლიათ წარმატებისა და იღბლის იმედი ჰქონდეთ. და არა უბრალოდ წარმატების, არამედ დიდი წარმატების. ეს ნიშნები მთლიანად გათავისუფლებულები იქნებიან უარყოფითი ასტროლოგიური ზეგავლენისგან, ამიტომ ვარსკვლავებისა და პლანეტებისგან შესაძლო პოზიტიური გავლენის მაქსიმუმს მიიღებენ. აი, ისინიც:

 

კურო: ბედის უხვი წყალობა და მცირედი დაბრკოლება

2020 წელი კუროს ნიშნის ქვეშ დაბადებულთათვის პოზიტიური ამბებით იქნება დახუნძლული. ასეთ იღბლიან წელს მათთვის უზრუნველყოფენ, პირველ რიგში, სატურნი და შემდეგ – იუპიტერი. სატურნის ზემოქმედებით ხელსაყრელი პერიოდი იქნება წლის დასაწყისი (მარტის შუა რიცხვებამდე), აგრეთვე, 2 ივლისიდან – 2020 წლის ბოლომდე. რაც შეეხება იუპიტერს, მისი კეთილისმყოფელი გავლენა გავრცელდება, პრაქტიკულად, მთელი წლის განმავლობაში, 18 დეკემბრამდე.

მომავალი წელი კუროებისთვის პიროვნული ზრდის დიდი შესაძლებლობებით იქნება გამორჩეული და ბევრი მათგანი შეძლებს გონივრულად გამოიყენოს ეს შანსი. ეს პიროვნული ზრდა საკუთარი მნიშვნელობის შეგრძნებასა და თავდაჯერებაში გამოიხატება. კუროები შეძლებენ ურთულესი გადაწყვეტილებების მიღებას, ამას გარდა, ამ ნიშნის წარმომადგენელი ბევრი ადამიანი შეძლებს შესამჩნევად გააუმჯობესოს და გაამყაროს თავისი ფინანსური მდგომარეობა. და ამას სათანადოდ დააფასებენ ახლობლები. გარკვეული სახის რისკები შესაძლებელია გაჩნდეს 10 მარტიდან 31 მაისამდე პერიოდში, წლის ამ მონაკვეთში მათზე გავლენას იქონიებს რეტროგრადული სატურნი მერწყულში. ამ პერიოდში რეკომენდებულია არ აკეთოთ ერთდროულად რამდენიმე საქმე, რათა ყველა წარუმატებლად არ დასრულდეს. ამას გარდა, კუროებს ძალიან დიდი სიფრთხილე მართებთ მაისის შუა რიცხვებიდან 25 ივნისამდე. ამ პერიოდში რეტროგრადული ვენერას გავლენამ შეიძლება არასასურველი შედეგები მოგიტანოთ. და, რაც მთავარია, მისი „დარტყმის“ მიმართულება იქნება კუროების ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან.

 

ტყუპი: ჰარმონია და შეცდომების გამოსწორებაზე მუშაობა

2020 წლის პირველ მეოთხედში ტყუპები გათავისუფლდებიან სატურნის ზემოქმედებისგან. ამან შესაძლოა მათ ააცილოს საბედისწერო ამბები, თუმცა, მეორე მხრივ, სწორედ ასეთი პერიოდები იდეალური დროა ახალი იდეებისა და შინაგანი სტაბილურობის ღერძის ძიებისათვის. ის ტყუპები, რომლებსაც გეგმაში აქვთ საკუთარი ბიზნესპროექტის რეალიზაცია, უნდა ეცადონ, რომ ეს სწორედ წლის დადგომისთანავე დაიწყონ. ასეთ შემთხვევაში შეუძლიათ წარმატების მოლოდინი ჰქონდეთ მინიმალური დანახარჯებით და დანაკარგებით.

22 მარტიდან ტყუპებისთვის აქტიური პოზიტიური ენერგიების დრო დგება. ბევრი პროცესი, რომელიც მარტის ბოლოდან წლის დასასრულამდე მოხდება, გრძელვადიან შედეგებს მოიტანს, ამასთან, ისინი პოტენციურად ამ ნიშნის წარმომადგენელი ყველა ადამიანისთვის წარმატებული იქნება, თუმცა წარმატების ხარისხი მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული გარემოებებზე, როცა ეს პროცესები დაიწყო და შემდეგ განვითარდა. ეს კი ნიშნავს, რომ უკვე დღეიდან ტყუპები უნდა ეცადონ, რაც შეიძლება ნაკლები შეცდომა დაუშვან და მაშინ შედეგი, რომლის მიღებასაც ისინი 2020 წელს შეძლებენ, მათ ყველაზე თამამ მოლოდინებსაც კი გადააჭარბებს.

 

ქალწული: მეფური ძღვენი და ფორტუნის წყალობა

2020 წელს ქალწულის ნიშნის ქვეშ დაბადებულები ასტროლოგიური სიკეთეებით უხვად იქნებიან დაჯილდოებულნი. წლის უმეტეს პერიოდებში ისინი მთელი სისავსით იგრძნობენ მათზე სატურნის პოზიტიურ ზეგავლენას. და, ამას გარდა, მომავალ წელს თითქმის ყოველდღე (19 დეკემბრამდე) მათ ყველანაირად დაეხმარებათ იუპიტერი.

მომავალ წელს ქალწულებს ყველაფერი დიდი ძალისხმევის გარეშე და ადვილად გამოუვათ, ხოლო შედეგი, რომელსაც მიღებენ, უფრო მნიშვნელოვანი და გრძელვადიანი აღმოჩნდება, ვიდრე ეს სხვა დროს შეიძლებოდა ყოფილიყო. სატურნის ტრინი (მაჟორული, მუდმივი, ჰარმონიული ასპექტი) ხელს შეუწყობს თქვენთვის ენერგიის მუდმივ მოდინებას, რაც შესაძლებლობას მოგცემთ, ინტუიციურად მიიღოთ ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილებები და გააკეთოთ ყველაზე უფრო რაციონალური და ბრძნული დასკვნები. შედეგად, ქალწულების უმეტესობის ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდება და დასტაბილურდება, ხოლო პროფესიული წარმატებები საშუალებას მოგცემთ, კარიერულ კიბეზე წინ წაიწიოთ. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ქალწულების პირადი ცხოვრება. უნდა აღინიშნოს, რომ ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულთათვის პირად ცხოვრებაშიც მოსალოდნელია პოზიტიური ცვლილებები და მნიშვნელოვანი, ბედის ნიშნით აღბეჭდილი მოვლენები.

 

მორიელი: მიმზიდველი შანსები და მისწრაფებები

2020 წელი მორიელებისთვის პერმანენტული პოზიტიური პერიოდებით აღინიშნება, რომელთა დროსაც მათი შესაძლებლობები მართლაც გასაოცარი იქნება. უპირველესად, ეს წლის დასაწყისია (22 მარტამდე), როცა ისინი სატურნის სექსტილის „ქოლგის“ ქვეშ იქნებიან. პლანეტის ეს ასპექტი მორიელის ნიშნის ქვეშ დაბადებულებზე უაღრესად დადებითად მოქმედებს, ხელს უწყობს აღორძინების პროცესებს და დიდი გეგმების რეალიზაციას. მეორეც, კარგი პერიოდი იქნება მათთვის 2 ივლისიდან 16 დეკემბრამდე. ამას გარდა, მორიელები სრულად იგრძნობენ საკუთარ თავზე იუპიტერის სექსტილის გავლენას და ეს გავლენაც განსაკუთრებულად პოზიტიური იქნება, რაც გამოიხატება პროფესიულ საქმიანობაში (განსაკუთრებით მკაფიოდ და აშკარად), აგრეთვე, ცხოვრების სხვა სფეროებზეც აისახება.

ამგვარი გავლენის წყალობით მორიელებს ბევრი რამის გაკეთება ხელეწიფებათ და მათ უმეტესობას არაერთი მიზეზი ექნება, რომ თავისი მიღწევებით იამაყოს. მეორე მხრივ, მათ უნდა ესმოდეთ, რომ სატურნს ერთი თავისებურება ახასიათებს: ის თავისი მხარდაჭერისთვის სამაგიეროს ითხოვს – ამიტომ მათ თავიანთი ნება უნდა მომართონ შრომისმოყვარეობასა და მზადყოფნისთვის, რომ დიდისთვის მცირე გაიღონ მსხვერპლად. სხვათა შორის, 2020 წელს პლანეტის ასეთი ზემოქმედება შედარებით შესუსტდება. გამონაკლისი იქნება სამ თვეზე ოდნავ მეტი დრო (22 მარტიდან 30 ივნისამდე) და დეკემბრის მეორე ნახევარი (17 დეკემბრიდან). ამ მონაკვეთში მორიელები ყურადღებით უნდა იყვნენ და საკუთარ თავს არ მისცენ სიზარმაცის, პირდაპირი მოვალეობების უგულებელყოფის და ა. შ. უფლება.

 

მშვილდოსანი: მშვიდი ნავსაყუდელი

2020 წელს მშვილდოსნები დიდი ხნის განმავლობაში თავისუფლები იქნებიან სატურნის ზეგავლენისგან და ეს მათ სიძნელეების უმეტეს ნაწილს ააცილებს თავიდან. მართალია, ამ პერიოდში არც რაიმე მნიშვნელოვანი ამბების მოლოდინი უნდა ჰქონდეთ, თუმცა არც რისკების საფრთხე არსებობს. მთელი 2020 წლის განმავლობაში მხოლოდ 2 პერიოდი იქნება, როდესაც მშვილდოსნები ამ პლანეტის ზეგავლენას იგრძნობენ – 23 მარტიდან 30 ივნისამდე და 17-31 დეკემბერს, მაგრამ რამდენადაც სატურნი, ამასთან ერთად, კეთილისმყოფელ სექსტილს შექმნის მშვილდოსნის თანავარსკვლავედის ნატალურ მზესთან, შესაძლებელია ვისაუბროთ სავსებით პოზიტიურ სიტუაციაზე, როდესაც წარმატებისთვის დიდი შესაძლებლობები იხსნება. პირველ რიგში, ისინი ვლინდება პიროვნული ზრდის და საკუთარი ტალანტების რეალიზაციის მხრივ, ასე რომ, ამ დროის მონაკვეთებში (იხ. ზემოთ რიცხვები) რეკომენდებულია განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოთ საკუთარ პროფესიულ საქმიანობას და მთელი თქვენი ძალისხმევა მასზე მიმართოთ.

წლის ბოლოს საკუთარ თავს გამოაჩენს იუპიტერი. დეკემბრის ბოლო 2 კვირის განმავლობაში ეს პლანეტა შექმნის სექსტილს მშვილდოსნის თანავარსკვლავედთან და ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა, ერთი მხრივ, საკუთარი ზეგავლენის სფერო გააფართოოთ, მეორე მხრივ, ძალები მიმართოთ ყველაზე უფრო აქტუალური საკითხების გადასაჭრელად. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანებისთვის წარმატება გარანტირებულია ორივე შემთხვევაში. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თარიღია 14 დეკემბერი – ამ დროს მოხდება მზის დაბნელება მშვილდოსანში და თუ არის შესაძლებლობა, რომ ამ დღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღოთ (რამე დაიწყოთ და ა. შ.), უნდა ეცადოთ, რომ ეს გააკეთოთ. ეს დღე არაჩვეულებრივად იღბლიანია ყველა მშვილდოსნისთვის, გამონაკლისის გარეშე.

 

თხის რქა: დიდი მიზნები, დიდი წარმატებები

თითქმის მთელი 2020 წლის განავლობაში (19 დეკემბრამდე) თხის რქები იუპიტერის საიმედო დაცვის ქვეშ იქნებიან. ეს ბევრ რამეში გამოვლინდება და, პირველ რიგში, იმაში, რომ ეს იქნება „ქვების შეგროვების დრო“. ამასთან, სულ სხვადასხვაგვარის. ზოგიერთი თხის რქა შეძლებს მწვერვალების მიღწევას (და ხარისხობრივად ახალ დონეზე გადასვლას) საქმეში, რომელიც წლების წინ დაიწყო, ხოლო იმ საქმეში წარმატებებზე, რომელმაც ცოტა ხნის წინ შეიძინა აქტუალურობა, ეჭვიც არ უნდა შეიტანოთ.

რა თქმა უნდა, თხის რქის ნიშნის ქვეშ დაბადებულებს ყველაფერი არ გამოუვათ უპრობლემოდ, რაზეც სატურნი „იზრუნებს“. ამ პლანეტის გავლენა შეიძლება გამოჩნდეს იმაში, რომ ზოგიერთი შედეგი ნაკლებად არსებითი მოგეჩვენებათ, ვიდრე ვარაუდობდით, ან იმაში, რომ შედეგები უფრო გვიან გამოჩნდება, ვიდრე გეგმავდით. ყველაზე რთული ამ მხრივ მაისი და ივნისი აღმოჩნდება, მაგრამ უმეტესობისთვის ყველა დაბრკოლების დაძლევა პრობლემა არ იქნება და ისინი არც ისე ნეგატიურ მოგონებებს დაგიტოვებენ. 14 დეკემბერს თხის რქები საკუთარ თავზე იგრძნობენ მზის დაბნელების ზეგავლენას. ეს შეიძლება გახდეს სასიამოვნო ბონუსი წინასაახალწლო პერიოდში, რასაც ისინი განიცდიან, როგორც მნიშვნელოვან მოვლენას საკუთარ ცხოვრებაში. ვიღაცას უცებ პერსპექტიული ბიზნესიდეა მოუვა თავში, ვიღაც ინტერესების ახალ სფეროს აღმოაჩენს, ვიღაც ცნობას მიიღებს, რომელიც მის ცხოვრებას შეცვლის… მაგრამ რაიმე განსაკუთრებული ყველა თხის რქის ცხოვრებაში მოხდება.

 

თევზები: ბრწყინვალე შესაძლებლობები

2020 წელს თევზები საკუთარ თავზე იგრძნობენ იუპიტერის მხრიდან უზარმაზარ მხარდაჭერას. ამას გარდა, მათზე მნიშვნელოვან ზეგავლენას მოახდენს სატურნის სექსტილი. ამრიგად, შეიძლება ორმაგი „ქოლგის“ იმედი ჰქონდეთ, რომელიც მათ საიმედოდ დაიცავს წარუმატებლობისა და დიდი პრობლემებისგან, ეს კი საშუალებას მისცემთ, მათი წარმატებები უფრო მასშტაბური და გრძელვადიანი იყოს. პოზიტიური მოვლენები და ცვლილებები შესაძლებელია ცხოვრების ნებისმიერ სფეროში.

პლანეტებისა და ვარსკვლავების განსაკუთრებულ ხელგაშლილობას თევზები პროფესიულ ასპარეზზე და პირად ცხოვრებაში იგრძნობენ. კარიერული პროგრესისა და სიყვარულში ბედნიერების შანსებს ამ ნიშნის ყველა წარმომადგენელი მიიღებს და ამ შანსების გამოყენებას ბევრი მათგანი შეძლებს. თევზებისთვის მნიშვნელოვანი დღე 2020 წელს არის 21 ივნისი – ეს მზის დაბნელების დღეა. ის თევზების უმრავლესობაზე იქონიებს მნიშვნელოვან გავლენას, რაც გამოიხატება კარდინალურ ცვლილებაში, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში მაშინვე, ზოგისთვის კი მოგვიანებით გამოვლინდება. ეს შეეხება ან პირადი ურთიერთობების სფეროს, ან სოციალურ სტატუსს, ან ყოველდღიურ ჩვევებს.

წყარო: predskazanie.ru

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close