საზოგადოებაქართველები უცხოეთშისაქართველოსპორტი
ოთარ გიორგაძე ფრანგული კლუბის საუკეთესო მორაგბედ დასახელდა
ქართველი მორაგბე ოთარ გიორგაძე საფრანგეთის კლუბ „ბრივის“ ნოემბრის თვის საუკეთესო მორაგბედ დაასახელეს.
სოციალურ ქსელში გულშემატკივართა შორის ჩატარებული გამოკითხვის შედეგად გიორგაძემ ფრანგ მატიუ ვოისინს, სამოელ ოტალა ფასოს და თანამემამულე კარლენ ასიეშვილს აჯობა.
გიორგაძე, 2015-2018 წლებში „კლერმონში“ თამაშობდა. „ბრივში“ იგი ერთი წლის წინ გადავიდა და მის ანგარიშზე უკვე 8 ლელოა.
imedinews.ge
კომენტარები