მედია 61 წლის მადონას და 26 წლის მოცეკვავის რომანზე წერს
ამერიკელი მომღერალი და პოპვარსკვლავი მადონა მოცეკვავე აჰლამალიკ უილიამსთან რომანშია „ეჭმიტანილი“.
The Sun-ის ცნობით, პაპარაცებმა 61 წლის მუსიკოსს 26 წლის მოცეკვავესთან ფოტო მაიამიში, ერთ-ერთ სასტუმროში ყოფნისას გადაუღეს. მომღერალი ახლა გასტროლებზე იმყოფება, ხოლო აჰლამალიკ უილიამსი მის კოლექტივში ცეკვავს.
გამოცემის ცნობით, სასტუმროს აივანზე ასევე შენიშნეს მადონას 23 წლის გოგო ლურდესი, რომელიც უცხო კაცს ჰკოცნიდა.
მადონა ორჯერ იმყოფებოდა ქორწინებაში. პირველად მსახიობ შონ პენთან, შემდეგ კი – რეჟისორ გაი რიჩთან. ლურდესის გარდა მადონას გაი რიჩთან ვაჟი – როკო და ოთხი შვილობილი ჰყავს.
Madonna, 61, gets hot and heavy with dancer ‘boyfriend’ Ahlamalik Williams, 26, while with daughter Lourdes, 23, and her mystery man. According to sources: ‘Her friends think she needs to start focusing on older guys if she ever wants to find an enduring relationship!’ pic.twitter.com/ssjE58VbNQ
— Lilian Chan (@bestgug) December 14, 2019
imedinews.ge
კომენტარები