მსოფლიოსაზოგადოება

ცნობილი ჰოლივუდელი პროდიუსერი 25 მილიონს გადაუხდის ქალებს, რომლებიც მას სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ

ცნობილმა ჰოლივუდელმა პროდიუსერმა ჰარვი ვაინშტეინმა მშვიდობიან შეთანხმებას მიაღწია ქალებთან, რომლებიც მას სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ New York Times-ი იმ იურისტებზე დაყრდნობით წერს, რომლებიც მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ.

გარიგების თანხა 25 მილიონი დოლარია. ეს ფული 30-ზე მეტ მსახიობსა და სტუდია Weinstein Company-ს თანამშრომლებზე განაწილდება, რომლებმაც ვაინშტეინის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს.

გამოცემის ცნობით, ამ გარიგების თანახმად, პროდიუსერს ბრალის აღიარება და საკუთარი სახსრებიდან კომპენსაციის გადახდა არ მოუწევს. ყველა თანხას სადაზღვევო კომპანიები გადაიხდიან, რომლებიც Weinstein Company-ს წარმოადგენენ. ახლა კომპანია გაკოტრების პროცედურას გადის.

2017 წელს ჰოლივუდში სექს-სკანდალი აგორდა, რომლის მთავარი გმირი პროდიუსერი ჰარვი ვაინშტეინი იყო. სკანდალური საქმის შესახებ მასალები თითქმის ერთდროულად გამოაქვეყნა ორმა წამყვანმა ამერიკულმა გამოცემამ – The New York Times-მა და The New Yorker-მა.

პროდიუსერი ჯერ საკუთარი კომპანიიდან გააძევეს, შემდეგ ის ცოლმა მიატოვა,  ამერიკულმა და ბრიტანულმა პოლიციამ მის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. ამასთან, ის ბრიტანეთის და ამერიკის კინოაკადემიებიდან გარიცხეს.

2018 წლის 25 მაისს იგი პოლიციას ჩაბარდა, თუმცა მილიონი დოლარის სანაცვლოდ, გირაოთი გათავისუფლდა.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close