კრიმინალისაზოგადოებასაქართველო

შსს-მ 9 მილიონამდე ლარის ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა (ვიდეო)

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 676 სისხლის სამართლის  საქმეზე ნივთმტკიცებად ამოღებული ნარკოტიკები გაანადგურდა.

შსს-ში აცხადებენ, რომ განადგურებული ნარკოტიკების ღირებულება ე. წ. „შავ ბაზარზე“ 9 მილიონამდე ლარია.

სამინისტრომ საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა: 3065 აბი სუბუტექსი, 302 გ ჰეროინი, 205 აბი და 14 კაფსულა ტრამადოლი, 327 კგ კანაფი, 13 კგ მარიხუანა, 16 კგ კანაფის ფისი, 7 კგ და 1150 აბი კოდეინი, 204 კაფსულა მეტადონი და 287 აბი მდმა.

ნარკოტიკები ახალი ტექნოლოგიით, შესაბამისი გარემოსდაცვითი სტანდარტების მაღალტემპერატურულ ღუმელში განადგურდა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close