მსოფლიორას არ გაიგებ/ფაქტებისაზოგადოება

ამერიკულმა კომპანიამ თანამშრომლები საშობაოდ შოკში ჩააგდო – 10 მილიონი კარგი მუშაობისთვის (ვიდეო)

ამერიკის ქალაქ ბალტიმორში უძრავი ქონების დეველოპერულმა კომპანია ST. JOHN PROPERTIES-მა საშობაოდ თანამშრომლებს ბონუსის სახით ჯამში 10 მილიონი დოლარი დაურიგა. ამის შესახებ ინფორმაციას EURONEWS-ი ავრცელებს.

უძრავი ქონების დეველოპერულi კომპანია St. John Properties-ის თანამშრომლები, რომლებიც კორპორაციულ საშობაო წვეულებაზე მივიდნენ, ვერც კი წარმოიდგენდნენ, რა სიურპრიზი ელოდათ, როცა წითელი კონვერტები დაურიგეს.

წვეულებაზე კომპანიის მფლობელმა ედვარდ სანტ ჯონმა გამოაცხადა, რომ პრემიის სახით 10 მილიონ დოლარს დაარიგებს, პრემიის ოდენობა კი დასაქმებულის სტაჟის მიხედვით განისაზღვრა.

თანხა 198 თანამშრომელს გაუნაწილდა. საშუალოდ თითოეულმა ადამიანმა დაახლოებით 50 000 დოლარი მიიღო. თანამშრომლებს ამ ფორმით გადაუხადეს მადლობა იმისთვის, რომ კომპანიას წარმატებული წელი ჰქონდა.

ყველაზე ცოტა, 100 აშშ დოლარი მიიღო თანამშრომელმა, რომელიც კომპანიაში ახლახან დაიქირავეს და ჯერ მუშაობაც არ დაუწყია. ყველაზე დიდი პრემია კი 270 ათასი აშშ დოლარი იყო.

გარდა ამ ბონუსისა და ხელფასისა, კომპანიის თანამშრომლები, როგორ ყოველთვის, წლის ბოლოს ხელფასის ოდენობის ტრადიციულ საშობაო პრემიასაც მიიღებენ.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close