მედიცინამსოფლიოჯანმრთელობასაზოგადოება
2018 წელს წითელას 140 ათასი ადამიანი ემსხვერპლა, უმეტესად, 5 წლამდე ბავშვები
2018 წელს წითელათი 10 მილიონი ადამიანი დაავადდა, მათგან 140 ათასი კი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაზე დაყრდნობით, სააგენტო REUTERS-ი ავრცელებს.
გარდაცვლილთა უმეტესობა 5 წლამდე ასაკის ბავშვია, რომლებსაც წითელას საწინააღმდეგო აცრა არ ჰქონდათ გაკეთებული.
„ის ფაქტი, რომ ბავშვების გარდაცვალების მიზეზი ხდება ისეთი დაავადება, რომლის წინააღმდეგაც ერთი აცრაა საკმარისი, ნიშნავს იმას, რომ ჩვენ კოლექტიური ჩავარდნა გვაქვს“, – აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი თედროს ადანომ გებრეისუსი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წინასწარი შეფასებით, 2019 წლის ნოემბერში წითელათი დაავადების შემთხვევების რაოდენობა 2018 წლის ნოემბრის მაჩვენებელს სამჯერ აღემატებოდა. მათივე ინფორმაციით, 2018 წელს წითელათი დაავადების შემთხვევათა 50% უკრაინაში, ლიბერიაში, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, მადაგასკარსა და სომალიში მოხდა.
imedinews.ge
კომენტარები