ბავშვთა პორნოგრაფია – დაკავებულია 11 პირი, არასრულწლოვნების მშობლები და პედაგოგი
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა არასრულწლოვნებით ვაჭრობისა და მათი გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების უკანონოდ დამზადება-გასაღების ბრალდებით დანაშაულებრივი ჯგუფის კიდევ 11 წევრი – არასრულწლოვნების მშობლები და პედაგოგი დააკავეს. განცხადება ამის შესახებ შსს-ში საგანგებო ბრიფინგზე გაკეთდა.
ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულებს პორნოგრაფიული ნაწარმოებების დამზადებაში ჩაბმული ჰყავდათ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები. მშობლებს, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, ბავშვები მიჰყავდათ აშშ-ის მოქალაქის მიერ თბილისში კონსპირაციულად მოწყობილ ფოტოსალონში, სადაც არასრულწლოვნებს პორნოგრაფიული შინაარსის ფოტო-ვიდეომასალას უღებდნენ, უცხოეთში შემდგომი რეალიზაციის მიზნით.
ასევე დაკავებულია არასრულწლოვნების სკოლის პედაგოგი, რომელიც აქტიურად იყო ჩართული ბავშვების შერჩევაში და მიმდინარე წლის სექტემბერში დაკავებულ აშშ-ის მოქალაქეს დანაშაულებრივი საქმიანობის განხორციელებაში ეხმარებოდა.
ამავე საქმეზე სექტემბერში შსს-მ 11 ადამიანი დააკავა. სულ დაკავებულია 22 პირი. ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაული 17-იდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
rustavi2.ge
კომენტარები