fbpx
ეკონომიკამოგზაურობამსოფლიოnewsსაქართველო

პირველი მარტიდან „პეგასუს ეარლაინსი“ სტამბოლი-ბათუმის მიმართულებით ფრენებს დაიწყებს

2020 წლის პირველი მარტიდან „პეგასუს ეარლაინსი“ სტამბოლი-ბათუმის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ფრენები კვირაში ოთხი სიხშირით შესრულდება. ავიაკომპანიამ ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო, რომელთა ფასი ერთ გზაზე 55 ევროდან იწყება.

„პეგასუსი“ რეგულარულ რეისებს ამ დროისთვის სტამბოლი-თბილისის მარშრუტზე ასრულებს. სტამბოლი-ბათუმის მიმართულებით კი დღეისთვის მხოლოდ „თურქეთის ავიახაზები“ დაფრინავს.

1tv.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close