მსოფლიოსაზოგადოება

ბრაზილიის პრეზიდენტი ლეონარდო დიკაპრიოს ამაზონის ტყეებში ხანძრების გაჩენაში ადანაშაულებს

ბრაზილიის პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარუმ მსახიობი ლეონარდო დიკაპრიო ამაზონის ტყეებში ხანძრების გაჩენაში დაადანაშაულა. ჟაირ ბოლსონარუს თქმით, ჰოლივუდის ვარსკვლავი ტროპიკულ ტყეებში ცეცხლის გაჩენას აფინანსებდა.

„დიკაპრიო მაგარი ბიჭია, ხომ? თან ამაზონის ტყეების დაწვისთვის ფულს არ იშურებს“, – დაწერა ბრაზილიის პრეზიდენტმა ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე.

კერძოდ, ბრაზილიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დიკაპრიოს საქველმოქმედო ფონდმა თანხა გადაურიცხა „მსოფლიოს ველური ბუნების დაცვის ფონდს“, რომელმაც, თავის მხრივ, თანხა მოხალისე მეხანძრეებს დაურიგა, რათა მათ ამაზონის ტყეში არსებული ხანძრების კერები გადაეღოთ და სურათები ფონდისთვის გადაეგზავნათ. როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, მოხალისეთა ნაწილი თავად აჩენდა ცეცხლს, რათა ანაზღაურება მიეღო. რამდენიმე დამნაშავე დააკავეს კიდეც.

თავად დიკაპრიო და „მსოფლიოს ველური ბუნების დაცვის ფონდი“ უარყოფენ, რომ რაიმე სახის თანხა გადაურიცხეს მოხალისე მეხანძრეებს.

ლეონარდო დიკაპრიო ამ ბრალდების საპასუხოდ თავის „ინსტაგრამის“ გვერდზე განცხადებას აქვეყნებს და ამაზონის ტყეებში ხანძრებთან კავშირს უარყოფს. მისი თქით, არ დაუფინანსებია ორგანიზაციები, რომელთა დაქირავებულმა მეხანძრეებმაც ამაზონის ტროპიკულ ტყეში ცეცხლი განზრახ გააჩინეს.

„როდესაც ამაზონი კრიზისშია, მხარდაჭერას გამოვხატავ იმ ადამიანთა მიმართ, რომლებიც ეროვნული და კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენას ცდილობენ. ფსონზე დევს ამ განუმეორებელი ეკოსისტემების მომავალი ბედი. ამაყი ვარ, რომ ვეხმარები იმ ჯგუფებს, რომლებიც მათ იცავენ. ის ორგანიზაციები, რომელიც ბრაზილიის პრეზიდენტმა ახსენა, არ დაგვიფინანსებია“, – წერს დიკაპრიო.

ლეონარდო დიკაპრიოს საქველმოქმედო ფონდი გარემოსდაცვით საქმიანობას ხშირად აფინანსებს.

წყარო: 1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close