კინო/ფილმებიმსოფლიოსაზოგადოება
აზერბაიჯანის სოფელ ვანდამში ჟან-კლოდ ვანდამს ძეგლი გაუხსნეს
აზერბაიჯანის სოფელ ვანდამში ცნობილ მსახიობ ჟან-კლოდ ვან დამს ძეგლი დაუდგეს. ამის შესახებ BBC-ის რუსული სამსახური წერს.
ძეგლის ავტორი შაკირ ემინბეილია, მისი იდეა კი მოქანდაკე აზად ალიევმა განახორციელა. მსახიობის ოფიციალურ გვერდზე ქანდაკების ფოტო გამოქვეყნდა, ვანდამმა მის შემქმნელებს მადლობა გადაუხდა.
ჟან-კლოდ ვანდამმა პოპულარობა 90-იან წლებში მოიპოვა, მას შემდეგ, რაც ისეთ ფილმებში მიიღო მონაწილეობა, როგორიცაა: „სისხლიანი სპორტი“, „ორმაგი დარტყმა“, „უნივერსალური ჯარისკაცი“ და სხვა.
imedinews.ge
კომენტარები