საზოგადოებასაქართველო

კახა კალაძე იტალიას ესტუმრა თბილისისთვის საახალწლო განათებების დამზადების პროცესის სანახავად (ვიდეო)

თბილისის მერი კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით იტალიის ქალაქ რეჯო ემილიას ეწვია და  კომპანია IDO SRL-ის მიერ თბილისისთვის განკუთვნილი საახალწლო განათებებისა და ნაძვის ხის დამზადების პროცესს გაეცნო. ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

25 მეტრის სიმაღლის ალუმინის კონსტრუქციის ნაძვის ხის ღირებულება 304,8 ათასი ევროა, სხვადასხვა აქსესუარი და ახალი განათებები კი დედაქალაქის ხაზინას 525 ათასი ევრო დაუჯდება.

კომპანია IDO SRL-მა „თბილსერვის ჯგუფის“ მიერ გამოცხადებული ტენდერები მოიგო. ტენდერი ითვალისწინებს საახალწლოდ წმინდა გიორგის მონუმენტის, რუსთაველის გამზირის და ორბელიანის მოედნის განათებას, აგრეთვე, ქალაქის მთავარი ნაძვის ხის დადგმას.

დედაქალაქის მერის თქმით, საწარმოში თბილისისთვის განკუთვნილი საახალწლო ილუმინაციები ხელით კეთდება და უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად დაცულია; 2 დღეში ყველაფერი მზად იქნება და თბილისში გამოიგზავნება.

„მართლაც იქნება ულამაზესი თბილისი, როდესაც სამუშაოები მთლიანად იქნება დასრულებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერიამ ახალი წლის სამზადისისთვის 2,8 მილიონი ლარი გამოყო. „თბილსერვის ჯგუფმა“ ქუჩების განათების პროცესი უკვე დაიწყო.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close