კრიმინალისაზოგადოებასაქართველო

ტელეკომპანია „მთავარის“ მეწილე გიორგი რურუა დააკავეს

დღეს თბილისში ტელეკომპანია „მთავარის“ მეწილე გიორგი რურუა  დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გიორგი რურუას ბრალად ედება სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაული, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

imedinews-ის ინფორმაციით, გიორგი რურუა მისივე სახლთან დააკავეს.

მედიაში 24 სექტემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლიტიკოს ნიკა რურუას ძმამ გიორგი რურუამ ტელეკომპანია „მთავარის“ მეწილისგან – კახა ანჯაფარიძისგან 2.5%-იანი წილი იყიდა, რაშიც, როგორც ნასყიდობის ხელშეკრულებაშია მითითებული, 2500 ლარი გადაიხადა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close