ვიდეოსაქართველოსპორტი
მეექვსედ! ვახტანგ ჩიდრაშვილმა ფინალში რუსი მეტოქე დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა (ვიდეო)
სამხრეთ კორეაში მიმდინარე სამბოს მსოფლიო ჩემპიონატზე ქართული დელეგაციის ანგარიშზე 3 ვერცხლი და 1 ბრინჯაო იყო, დღეს კი ვახტანგ ჩიდრაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა!
57 კგ კატეგორიაში მოასპარეზე ვახტანგ ჩიდრაშვილმა ფინალში რუსეთის წარმომადგენელ საიან ხერტეკს 1:0 სძლია და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მეექვსედ მოიპოვა!
74 კგ კატეგორიაში ლევან ნახუცრიშვილიმაკი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
კომენტარები