მსოფლიოსაზოგადოებაკრიმინალისაზოგადოებასაქართველო

მეკობრეებმა ბერძნული დროშის ქვეშ მცურავი გემი გაიტაცეს, მძევალთა შორის ქართველი მეზღვაურიც არის (ვიდეო)

დასავლეთ აფრიკაში, ტოგოს რესპუბლიკაში მეკობრეებმა ბერძნული დროშის ქვეშ მცურავი გემი გაიტაცეს. ბერძნული „ევრონიუსის“ინფორმაციით, მეკობრეების ტყვეობაში არიან საქართველოს ერთი მოქალაქე, ერთი ბერძენი და ორი ფილიპინელი მეზღვაური. დაჭრილია გემის ეკიპაჟის ერთი წევრი.

ინფორმაციას საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოც ადასტურებს.

მათივე ცნობით, თავდასხმის დროს 24 ეკიპაჟის წევრიდან ოთხი მეზღვაური გაიტაცეს: საბერძნეთის ერთი მოქალაქე – 20 წლის ინჟინერი, ფილიპინების ორი მოქალაქე, 41 და 47 წლისანები, საქართველოს ერთი მოქალაქე, ელექტრიკოსი, 47 წლის. მძევლების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მათი ვინაობა არ სახელდება.

„გემი ამჟამად გაჩერებულია ტოგოში, ლომეს პორტში. ინფორმაციის მიღებისთანავე დამატებითი დეტალების გარკვევის მიზნით, საერთაშორისო ტრანსპორტის ორგანიზაციის (ITF) საშუალებით დავუკავშირდით გემთფლობელ კომპანიას. აღნიშნული კომპანიის წარმომადგენელმა დაგვიდასტურა საქართველოს მოქალაქის გატაცების ფაქტი. ამასთან აღნიშნა, რომ ისინი მუშაობენ ეკიპაჟის წევრების გათავისუფლების საკითხზე. ასევე, ელოდებიან გამტაცებლების მხრიდან კომუნიკაციას, რაც კომპანიის წარმომადგენლის განმარტებით, არსებული გამოცდილებით, უახლოეს ორი-სამი დღის განმავლობაში შეიძლება შედგეს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტანსპორტის სააგენტო და საგარეო საქმეთა სამინისტრო ერთობლივად მუშაობენ ყველა შესაძლო გზით ქართველი მეზღვაურის ტყვეობიდან უსაფრთხოდ დასახსნელად. უკვე დავუკავშირდით ოჯახის წევრებს. თუმცა, ქართველი მეზღვაურის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია არ გავრცელდეს მედიის საშუალებით მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close