საზოგადოებასაქართველოსპორტი

გერმანელებს ქუთაისის „ტორპედოს“ მრავალწლიანი იჯარით შეძენა სურთ

გერმანელებს ქუთაისის „ტორპედოს“ მრავალწლიანი იჯარით შეძენა სურთ – ამის შესახებ ინფორმაციას საფეხბურთო კლუბის მთავარი მწვრთნელი კახა ჩხეტიანი ავრცელებს.

„პირადად შევხვდი პოტენციურ ინვესტორს, ფრანკფურტის „აინტრახტის“ აქციონერ, უზბეკ ბიზნესმენ კაზიმ არიფოვს. „ტორპედოსადმი“ გერმანელების ინტერესი ძალიან დიდია. ახლა კი უნდა შევხვდეთ ქალაქის მერიას. მათ სურთ „ტორპედო“ მრავალწლიანი იჯარით შეიძინონ თავისი აკადემიითა და სხვა ყველაფრით… ვფიქრობ, მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებას ხელს არაფერი შეუშალის“, – აცხადებს კახა ჩხეტიანი.

ბიზნესმენმა ზაალ ჩაჩავამ, რომელმაც ქუთაისის „ტორპედო“ 2017 წელს 300 000 ლარად შეიძინა, გუნდი მიმდინარე წლის აგვისტოში დატოვა.

ქუთაისის მერიამ საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ პრეზიდენტის, ზაალ ჩაჩავას მიმართ სასამართლო დავა დაიწყო. თვითმმართველობამ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი 11 სექტემბერს შეიტანა.

espersona.ge

მსგავს თემაზე: 13 წლის ფეხბურთელი „ტორპედოს“ განაცხადში – ქუთაისელებმა ყველა რეკორდი მოხსნეს

„ტორპედო“ შეიძლება დაიშალოს – აქცია ქუთაისის მერიის წინ

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close