25 დაღუპული და 15 უგზოუკვლოდ დაკარგული – ტაიფუნ „ჰაგიბისის“ სამწუხარო შედეგი (ვიდეო)
გუშინ საღამოს მძლავრი ტაიფუნი დაატყდა თავს იაპონიის მთავარ კუნძულ ჰონსიუს, ნახევარკუნძულ იძუს რაიონში. ტაიფუნის ცენტრში წნევა 945 ჰექტოპასკალს უდრიდა, მის ცენტრში ქარის სიჩქარე იყო 45 მეტრი წამში, ზოგიერთ მომენტში – 65 მ/წმ-მდე.
ტაიფუნის შედეგად დაზარალდა 170 ადამიანი, 25 დაიღუპა, ხოლო 15 უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება.
ძალაში რჩება 3 მლნ ადამიანის ევაკუაციის ბრძანება რამდენიმე პრეფექტურაში (მათ შორის არის: ტოკიო, ტანაგავა, ნიიგატა, ფუკუშიმა, გუმა, ტიბა).
12 პრეფექტურაში, ტოკიოს ჩათვლით, ძლიერი წვიმების გამო საფრთხის უმაღლესი დონე გამოცხადდა. ტოკიოში პირველად მოხდა, რომ საფრთხის უმაღლესი დონე გამოცხადდა არა მარტო ქალაქის გარეუბნების, არამედ 23-ვე ცენტრალური რაიონისთვის.
ძლიერი ქარის გამო ბევრგან გაწყდა ელექტროგადამცემი ხაზები და 376 ათასზე მეტ სახლს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.
ტოკიოში ქარის სიმძლავრემ 41,5 მ/წმ-ს მიაღწია. ეს საკმარისია იმისთვის, რომ გადააბრუნოს სატვირთო მანქანა, წააქციოს ხეები და ელექტროგადამცემი ხაზების საყრდენი ბოძები.
დღეს ტოკიოში აღდგა მეტროს და მატარებლების მოძრაობა. შიდა ავიაგადაფრენების ნორმალიზება ორშაბათს მოხდება, საერთაშორისო ავიარეისები განახლდა, თუმცა შეფერხებით.
სამაშველო სამუშაოებში 27 ათასი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს.
კომენტარები