საზოგადოებასაბერძნეთი

როგორ აპირებენ ბერძნები მიბაძონ საქართველოს: სტატია წამყვან ბერძნულ გაზეთში

6 ოქტომბერს პოპულარულ ბერძნულ გაზეთ „კათიმერინში“ გამოქვეყნდა ბიზნეს-კონსულტანტის, ანდრეას დრიმიოტისის სტატია სათაურით: „ხომ არ მივბაძოთ საქართველოს?“ მისი ავტორი საუბრობს საბერძნეთის სახელწიფო სერვისების სამსახურების რეფორმის აუცილებლობაზე და ამ თვალსაზრისით ქართული მოდელის დანერგვას ემხრობა.

სტატიის ავტორი თანამედროვე საბერძნეთის პრობლემებზე მოგვითხრობს. მისი თქმით, ბერძნები არ არიან კანონმორჩილები, ხოლო ბიუროკრატია და მაღალი გადასახადები ეკონომიკის განვითარებას აფერხებს.

დრიმიოტისი წერს, რომ შეხვდა და ესაუბრა საქართველოს ელჩს საბერძნეთის რესპუბლიკაში იოსებ ნანობაშვილს, რომლისგანაც მიიღო ინფორმაცია საქართველოში საჯარო სფეროში თანამედროვე ციფრული სისტემების დანერგვის შესახებ, რაც მოქალაქეს მინიმალურ დროს ახარჯვინებს სახელმწიფოსთან ურთიერთობაში. ამავე დროს, არსებობს მარტივი საგადასახადო სისტემა, ხოლო გადასახადები კი საბერძნეთთან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალია.

სტატიის ავტორი მოითხოვს, საქართველოს მსგავსად, საბერძნეთშიც დაინერგოს ე. წ. ჭკვიანი კამერები, რომლებიც საგზაო მოძრაობის წესების დარღვევებს ავტომატურ რეჟიმში დააფიქსირებენ. იგი ამბობს, რომ აღფრთოვანებული დარჩა საქართველოში თანამედროვე ციფრული სისტემების დანერგვის იდეის პრაქტიკული განხორციელებით და მოჰყავს ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტის, ტომას ჰენდრიკის ცნობილი გამოთქმა: „კომპიუტერს ვერ მოქრთამავ“, რომელიც სტატიის ავტორთან შეხვედრის დროს საქართველოს ელჩმა გაიმეორა.

წერილის ბოლოს ავტორი აღნიშნავს, რომ 2017 წელს „სირიზას” მინისტრები საქართველოში იმყოფებოდნენ და ნანახით მოხიბლულნი დარჩნენ, თუმცა ამ ვიზიტს რაიმე პრაქტიკული ნაბიჯი არ მოჰყოლია.

„კათიმერინის“ სტატია ბერძნულ ენაზე იხილე ამ ლინკზე:

https://www.kathimerini.gr/1045868/opinion/epikairothta/politikh/mhpws-prepei-na-mimh8oyme-th-gewrgia?fbclid=IwAR0LI6Xnyk227P62QoXRUl4u0Wf8StK5QNeV0p6aZyFVqxWHXZfoRzl7erQ

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close