აშშ-ში საქართველოს საელჩოს ეზოში ქვევრი დაიდგა (ვიდეო)

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩომ ქართული ღვინის დღე ვაშინგტონში ქვევრის გახსნის ცერემონიალით აღნიშნა. ქვევრი, რომელიც საელჩოს ღვინის ეროვნულმა სააგენტომ გადასცა, ვაშინგტონში საქართველოს საელჩოს წინ ეზოს ამშვენებს.

საელჩოს ინფორმაციით, ქვევრთან საინფორმაციო დაფა აღიმართა, რომელიც ქუჩაში გამვლელებს ქართული ღვინის უძველეს კულტურაზე მეტ ინფორმაციას მიაწვდის.

გახსნის ცერემონიაზე სტუმრებს საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე მიესალმა და ჩვენი ქვეყნის უძველესი ღვინის კულტურა გააცნო. კოლუმბიის ოლქში ქართული ღვინის დისტრიბუტორ კომპანიებთან პარტნიორობით კი, საელჩომ სტუმრად მოსულ სამასამდე ვაშინგტონელს ქვევრის ღვინის მრავალფეროვანი ასორტიმენტის დაგემოვნების საშუალება მისცა.

„ამასთანავე, სტუმრები აღფრთოვანებულები დარჩნენ ქართული ნაციონალური ცეკვით, რამაც საღამოს განსაკუთრებული ელფერი შესძინა“, – აცხადებენ საელჩოში.

1tv.ge

კომენტარები