მედიცინამიგრაციამსოფლიოnews

იმიგრანტები ამერიკის ვიზას სამედიცინო დაზღვევის გადახდის გარეშე ვერ მიიღებენ

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, ის იმიგრანტები, რომლებიც ჯანმრთელობის დაზღვევის საფასურის გადახდას ვერ შეძლებენ, ამერიკის ვიზას ვერ მიიღებენ. CBS NEWS-ის ცნობით, ინფორმაცია ტრამპის ადმინისტრაციამ გაავრცელა.

ბრძანებაში წერია, რომ ამ გადაწყვეტილებით აშშ-ის საავადმყოფოები და სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლები პაციენტებს მკურნალობას აღარ აუნაზღაურებენ და დაზოგილი თანხით ამერიკელი მოქალაქეები ისარგებლებენ.

ამერიკული მედიის ინფორმაციით, ახალი კანონი 3 ნოემბერს შევა ძალაში და მიგრანტმა ქვეყანაში შესვლიდან 30 დღის განმავლობაში უნდა შეძლოს იმის დამტკიცება, რომ ჯანდაცვის დაზღვევის საფასურს თავად გადაიხდის.

ცვლილება არ ეხება ქვეყანაში უკვე მყოფ იმიგრანტებს და ლტოლვილის სტატუსის მქონე პირებს.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close