კრიმინალისაზოგადოებასაქართველო

ზუგდიდში ძმამ ძმა სექსუალური ორიენტაციის გამო მოკლა? – თაბაგარმა პოსტი წაშალა

ზუგდიდში ძმამ ძმა მისი სექსუალური ორიენტაციის გამო მოკლა, – ამგვარი პოსტი გამოაქვეყნა „თბილისი პრაიდის“ აქტივისტმა გიორგი თაბაგარმა სოციალურ ქსელში.

„რამდენიმე დღის წინ ერთმა ახალგაზრდა კაცმა საქართველოში დროებით სტუმრად მყოფი თავისივე ძმა მოკლა. როგორც ირკვევა, ორიენტაციის გამო. დანაშაული აღიარა და დაცვაზე უარი განაცხადა. ისიც დაამატა, რომ ძმა უყვარს და ყოველთვის ეყვარება. ორი დღის შემდეგ მკვლელმა ძმამ თავი მოიკლა. ენითაუწერელი ტრაგედიაა ეს ამბავი! ქართული სახელმწიფოს და საზოგადოების მორიგი უდიდესი სირცხვილი. ყველა იმ ადამიანის კისერზეა ეს ტრაგედია, ვინც თითს არ ანძრევს ამ ქვეყანაში მახინჯი აზროვნების შესაცვლელად! თქვენი პირადი პასუხისმგებლობაა ეს და მსგავსი ტრაგედიები!“ – წერდა თაბაგარი.

„თბილისი პრაიდის“ აქტივისტმა გიორგი თაბაგარმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ეს პოსტი დღის ბოლოს წაშალა. „პრაიმტაიმისთვის“ მიწერილ შეტყობინებაში იგი განმარტავს, რომ წურწუმიას მეგობრები ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ, თუმცა ის ცდილობს კიდევ ერთხელ გადაამოწმოს ეს ვერსია.

თავის მხრივ, წურწუმიას მეგობრები ამტკიცებენ, რომ თაბაგარს სურს მომხდარი ტრაგედია თავისი მიზნებისთვის გამოიყენოს და ამიტომ დაწერა ასეთი პოსტი, რისი რეალური საფუძველი და მტკიცებულება მას არ გააჩნია.

აი, რას ამბობს რობერტ წუწრუმიას მეგობარი პაატა ბერიძე გერმანიიდან „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში:

„მან ჯერ აუგსბურგში დაამთავრა მაგისტრატურა, შემდგომ კილში – დოქტორანტურა… ენას უმაღლეს დონეზე ფლობდა და არ ჰქონია მას არანაირი სექსუალური ურთიერთობა მამაკაცებთან, ეს არის მტკნარი სიცრუე… ძმებს შორის დაპირისპირება უცნობია. ძნელია სიმართლის დაჯერება მაშინ, როცა ყველას სურს რაღაც სკანდალურის გაგება! მაგრამ რობერტი იყო პატრიოტი ბიჭი და მას ჰქონდა დაარსებული ორგანიზაცია „გალი მშვიდობა“ რომლის წევრი მეც გახლდით“.

მისივე თქმით, ძმებს შორის მომხდარი დაპირისპირების მიზეზი მეგობრებისთვის უცნობია.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მკვლელობის მოტივს ამ დრომდე არ ასახელებს.

შეგახსენებთ, რომ 28 სექტემბერს გიორგი წურწუმიამ საკუთარ ძმას, რობერტ წურწუმიას ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა გულმკერდის არეში და დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევიდან რამდენიმე საათში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში დააკავეს.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ძმის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. რობერტ წურწუმიამ N2 პენიტენციარულ დაწესებულებაში თავი ჩამოიხრჩო.

წყარო: info9.ge, primetime.ge

განახლებულია 04.10.2019, 22:30

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close