მსოფლიოპოლიტიკასაზოგადოება

გერმანიაში ქვეყნის გაერთიანების დღეს აღნიშნავენ

დღეს გერმანიაში ქვეყნის გაერთიანების დღეს აღნიშნავენ. საზეიმო ღონისძიებები ბერლინის ყველაზე ცნობილ ქუჩებზე გაიმართება. გერმანიაში „ერთიანობის დღე“ ეროვნული დღესასწაულია. 1990 წლის 3 ოქტომბერს ყოფილი გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ხუთი მიწა ფორმალურად გერმანიის ფედერალურ რესპუბლიკაში გაერთიანდა.

დღეს დაგეგმილ საზეიმო ღონისძიებებში გერმანიის ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები მიიღებენ მონაწილეობას, მათ შორის, პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი და კანცლერი ანგელა მერკელი.

გერმანიის გაერთიანების დღის აღნიშვნა თავდაპირველად 9 ნოემბერს იგეგმებოდა – სწორედ ამ რიცხვში დაანგრიეს ბერლინის კედელი 1989 წელს, თუმცა 9 ნოემბერი ნაცისტების მიერ ებრაელების წინააღმდეგ განხორციელებული მასშტაბური დარბევის თარიღსაც ემთხვეოდა, რის გამოც გადაწყდა გერმანიის ერთიანობის დღის 3 ოქტომბერს აღნიშვნა.

ბერლინის კედელი დასავლეთ ბერლინის მხრიდან, 1986 წ. ფოტო: Wikimedia Commons

წყარო: 1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close