მსოფლიოსაზოგადოება
ევროკავშირში უმუშევრობის დონე შემცირდა
უმუშევრობის მაჩვენებელი ევროზონაში 2008 წლის შემდეგ მინიმალურია, ამის შესახებ EURONEWS-ი წერს, ევროსტატის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.
უმუშევრობის დონემ ევროს ზონაში 7,4% შეადგინა, მთლიანად ევროკავშირში კი – 6,2%. ევროკავშირის ქვეყნებს შორის უმუშევრობის დონე ყველაზე დაბალია ჩეხეთში – 2,0% და გერმანიაში – 3,1%.
ნიდერლანდებში, რუმინეთსა და ბულგარეთში უმუშევრობის დონე 4%-ის ფარგლებშია, საფრანგეთში – 8,5%-ს, იტალიაში კი 9,5%-ს შეადგენს (იტალიაში ეს 2011 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია).
ევროკავშირში უმუშევრობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საბერძნეთშია – 17%, ესპანეთში კი – 13,8%, თუმცა საბერძნეთში უმუშევრობის დონე ყველაზე სწრაფად მცირდება – 2%-ით წელიწადში.
ევროკავშირში ჯამში 15 მილიონ 432 ათასი შრომისუნარიანი ადამიანი არ მუშაობს, მათგან 12 მლნ 169 ათასი ევროს ზონაში ცხოვრობს.
კომენტარები