fbpx
მსოფლიოსაზოგადოება

ევროკავშირში უმუშევრობის დონე შემცირდა

უმუშევრობის მაჩვენებელი ევროზონაში 2008 წლის შემდეგ მინიმალურია, ამის შესახებ EURONEWS-ი წერს, ევროსტატის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.

უმუშევრობის დონემ ევროს ზონაში 7,4% შეადგინა, მთლიანად ევროკავშირში კი – 6,2%. ევროკავშირის ქვეყნებს შორის უმუშევრობის დონე ყველაზე დაბალია ჩეხეთში – 2,0% და გერმანიაში – 3,1%.

ნიდერლანდებში, რუმინეთსა და ბულგარეთში უმუშევრობის დონე 4%-ის ფარგლებშია, საფრანგეთში – 8,5%-ს, იტალიაში კი 9,5%-ს შეადგენს (იტალიაში ეს 2011 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია).

ევროკავშირში უმუშევრობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საბერძნეთშია – 17%, ესპანეთში კი – 13,8%, თუმცა საბერძნეთში უმუშევრობის დონე ყველაზე სწრაფად მცირდება – 2%-ით წელიწადში.

ევროკავშირში ჯამში 15 მილიონ 432 ათასი შრომისუნარიანი ადამიანი არ მუშაობს, მათგან 12 მლნ 169 ათასი ევროს ზონაში ცხოვრობს.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close