კრიმინალიმსოფლიორას არ გაიგებ/ფაქტები

ნიდერლანდების პოლიციამ თუთიყუში დააკავა

ნიდერლანდების ქალაქ უტრეხტის პოლიციამ ძარცვაში მონაწილე განუყრელას ჯიშის თუთიყუში დააკავა. ფრინველის ფოტო სამართლდამცველებმა განყოფილების INSTAGRAM-ის გვერდზე გამოაქვეყნეს.

მათი ინფორმაციით, თუთიყუში პატრონთან ერთად ძარცვის ბრალდებით დააკავეს. განყოფილებაში კი აღმოჩნდა, რომ გალია არ ჰქონდათ და ჩიტი საკანში პატრონთან ერთად მოათავსეს.

განუყრელას ყველა წესის დაცვით ეპყრობოდნენ. მას წყალი და ბუტერბროდი შესთავაზეს. ჟურნალისტებმა კი ისტორიის გაშუქებისას თუთიყუშის უფლებების დაცვაზე იზრუნეს და სურათზე ჩიტს თვალები დაუფარეს.

imedinews.ge

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close