მსოფლიორას არ გაიგებ/ფაქტებისაზოგადოება
მომხმარებელმა შეკვეთილი კაბების ნაცვლად ამანათით 25 000 აბი ექსტაზი მიიღო
CNN-ის ინფორმაციით, ავსტრიელმა საშუალო ასაკის წყვილმა ფოსტიდან უცნაური ამანათი მიიღო, რომელშიც ნაცვლად კაბებისა ექსტაზის 25 000 აბი აღმოჩნდა. 58 წლის ქალმა იისფერი ტაბლეტები დეკორატიული პატარა ზომის ქვების დანიშნულებით ინტერიერის გასალამაზებლად გამოიყენა.
გარკვეული პერიოდის შემდეგ ქმარმა გააცნობიერა, რომ ამანათში აღმოჩენილი ტაბლეტები ნარკოტიკული ნივთიერება იყო და ფოსტის ოფისში მიიტანა. 25 000 აბი ექსტაზი 500 000 ევროს ღირებულების იყო. ავსტრიის სამართალდამცავმა უწყებებმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყეს.
წყარო: info9.ge
კომენტარები