ეკონომიკასაზოგადოებასაქართველო
უცხოეთიდან ფულადი გზავნილები აგვისტოში 8,1 მილიონი აშშ დოლარით შემცირდა
2019 წლის აგვისტოში საქართველოში უცხოეთიდან ფულადი გზავნილები 8,1 მილიონი აშშ დოლარით შემცირდა. მონაცემებს საქართველოს ეროვნული ბანკი (სებ) აქვეყნებს.
აგვისტოში ფულადი გზავნილების გზით უცხოეთიდან შემოსულმა თანხამ მთლიანობაში 146.42 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (გასული წლის იმავე პერიოდში ეს მაჩვენებელი იყო 135.6 მლნ), მიმდინარე წლის ივლისში ფულადი გზავნილების მოცულობა 154.5 აშშ დოლარი იყო.
შემოსული თანხის მხრივ პირვერლ ადგილზე კვლავ რუსეთის ფედერაციაა, მეორეზე – იტალია, მესამეზე – აშშ.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, ფულადი გზავნილების მხრივ ქვეყანების პირველი ათეული ასე გამოიყურება (თანხა მოცემულია აშშ დოლარში):
1. რუსეთის ფედერაცია – 35,46 მლნ;
2. იტალია – 20,57 მლნ;
3. აშშ – 15,12 მლნ;
4. საბერძნეთი – 14,73 მლნ;
5. ისრაელი – 14,02 მლნ;
6. თურქეთი – 7,92 მლნ;
7. ესპანეთი – 4,23 მლნ;
8. გერმანია – 4,22მლნ;
9. უკრაინა – 3,83 მლნ
10. პოლონეთი – 3,13 მლნ
კომენტარები