მედიცინამსოფლიოტექნოლოგიებისაზოგადოება
რუსეთის ლაბორატორიაში, სადაც ჩუტყვავილას და ებოლის ბუნებრივი ვირუსები ინახება, გაზი აფეთქდა
რუსეთში, ციმბირში, ნოვოსიბირსკის რეგიონის ქალაქ კოლცოვოში ბუნებრივი აირის გაჟონვამ აფეთქება გამოიწვია ლაბორატორიაში, რომელშიც სხვადასხვა ტიპის ვირუსების სინჯები ინახება, მათ შორის, ჩუტყვავილას და ებოლის ბუნებრივი ვირუსებიც.
აფეთქება ვირუსოლოგიის და ბიოტექნოლოგიის კვლევის სახელმწიფო ცენტრის მეხუთე სართულზე, სანიტარიული ინსპექციის ოთახში რენოვაციისას მოხდა.
ამავე შენობაში ინახებოდა ბიოლოგიური იარაღი, რომელსაც საბჭოთა კავშირის დროს იკვლევდნენ.
აფეთქების შედეგად მესამე ხარისხის დამწვრობა მიიღო ერთ-ერთმა თანამშრომელმა.
აფეთქების შედეგად გაჩენილი ხანძარი მალევე ჩააქრეს.
ადგილობრივ მთავრობაში ირწმუნებიან, რომ ოთახში, სადაც აფეთქება მოხდა, საშიში ნივთიერებები არ ინახებოდა.
ბუნებრივი ჩუტყვავილას ვირუსი დედამიწაზე მხოლოდ ორ ადგილასაა შემორჩენილი, რუსეთის ამ ლაბორატორიაში და ატლანტაში დაავადებათა კონტროლის ლაბორატორიაში.
2004 წელს ციმბირის ამ ლაბორატორიაში მეცნიერი დაიღუპა, რომელსაც შემთხვევით ნემსი შეერჭო და ებოლის ვირუსით დაავადდა.
წყარო: tabula.ge
კომენტარები