მიგრაციამსოფლიოიტალიაკრიმინალისაზოგადოება

იტალიის პოლიციამ მკვლელობისთვის ძებნილი საქართველოს მოქალაქე დააკავა

იტალიის პოლიციამ მკვლელობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე, 41 წლის მამაკაცი დააკავა. ამის შესახებ BOLOGNATODAY.IT იუწყება.

გამოცემის ცნობით, T. B., რომელზეც საერთაშორისო ძებნა იყო გამოცხადებული, ბოლონიაში, მარკონის აეროპორტში დააკავეს მას შემდეგ, რაც მესაზღვრეებმა მისი იდენტიფიცირება შეძლეს. მამაკაცი ბოლონიაში თბილისიდან ჩაფრინდა. იგი დაკავების შემდეგ დაუყოვნებლივ გადაიყვანეს დოცაში (DOZZA).

როგორც „ბოლონია თუდეი“ იუწყება, T. B.-ს ძებნა რუსეთის ფედერაციამ 2015 წლის 10 აგვისტოს გამოაცხადა. მას მკვლელობისთვის 15-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ამჟამად მამაკაცი წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. სწორედ დოცაში დაელოდება იგი, რას გადაწყვეტს სასამართლო მისი რუსეთში ექსტრადიციის თაობაზე.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close