საზოგადოებაჯანმრთელობასაქართველო

ასპინძაში ყირიმ-კონგოს ცხელების დიაგნოზით ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა

ასპინძაში 30 წლის მამაკაცი ყირიმ კონგოს ჰემორაგიული ცხელების დიაგნოზით გარდაიცვალა. გ. ნ.-ს დაავადების გადამტანმა საქონლის ტკიპამ უკბინა.

„მცირე ფერმა ჰქონდა, პირუტყვი ჰყავდა და უვლიდა, მწყემსავდა. საქონელთან კონტაქტი ჰქონდა, რა დროსაც ტკიპამ უკბინა. სიცხეები ჰქონდა, მაგრამ რას იფიქრებდნენ, რომ ყირიმ-კონგო იყო“, – ამბობენ ასპინძაში.

პაციენტი ჯერ ახალციხის კლინიკა „იმედში“ შეიყვანეს, საიდანაც კატასტროფის ბრიგადამ ინფექციური პათოლოგიის ცენტრში გადაიყვანა. მამაკაცი 14 სექტემბერს, გამთენიისას გარდაიცვალა.

„ასპინძის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში 13 სექტემბერს შემოვიდა შეტყობინება შემთხვევის შესახებ, ლაბორატორიული ტესტის პასუხი კი დღეს, 16-ში მივიღეთ, რომ ნამდვილად ყირიმ-კონგო იყო“, – ამბობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ასპინძის ცენტრის უფროსი მზია პაპაშვილი. მისი თქმით, მუნიციპალიტეტში ყირიმ-კონგოთი გარდაცვალების ეს პირველი შემთხვევაა.

„ასპინძა და მისი სოფლები ყირიმ-კონგოს კერაა, ეს დადასტურებულია. მოსახლეობამ უნდა დაიცვას წესები, მუდმივად ჩაუტარონ დეზინფექცია პირუტყვს და საქონლის სადგომს“.

ასპინძაში გასულ წელს ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების ოთხი შემთხვევა დაფიქსირდა, ოთხივე შემთხვევაში პაციენტი გამოჯანმრთელდა.

„წყნარი ბიჭი იყო, სასულიერო სემინარია დაამთავრა, მედავითნე იყო ასპინძის ტაძარში. მღვდლობას აპირებდა“, – გვითხრეს დაბაში გარდაცვლილზე.

pia.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close