მიგრაციამსოფლიოპოლიტიკა

ბრიტანეთში უცხოელ სტუდენტებს სწავლის დამთავრების შემდეგ დარჩენა 2 წლით შეეძლებათ

ახალი კანონის თანახმად, დიდ ბრიტანეთში უცხოელ სტუდენტებს უნივერსიტეტის დამთავრებიდან 2 წლის განმავლობაში შეეძლებათ დარჩენა, რათა სამსახური იშოვონ. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

როგორც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ამბობს, ახალი კანონით ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ, რომ „გამოამჟღავნონ საკუთარი შესაძლებლობები“ და კარიერა დიდ ბრიტანეთში დაიწყონ.

ქვეყანაში დარჩენის მსურველებმა „სანდო ბრიტანული უნივერსიტეტის“ დიპლომი უნდა წარადგინონ. ახალი კანონის მიხედვით, მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა სამსახურს დაიწყებენ იმიგრანტები უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, მუშაობის შემთხვევაში მათ ქვეყანაში დარჩენის უფლება ექნებათ.

ამ დროისთვის დიდ ბრიტანეთში 450 000 უცხოელი სტუდენტი სწავლობს. აქამდე სტუდენტებს ბრიტანეთში დარჩენა შეეძლოთ სწავლის დასრულებიდან  მხოლოდ 4 თვის ვადაში, თუ ამ პერიოდის განმავლობაში ისინი სამსახურს ვერ იშოვნიდნენ, ქვეყანა უნდა დაეტოვებინათ. ეს კანონი ბრიტანეთში ტერეზა მეის შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდში მიიღეს.

pia.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close