მსოფლიოიტალიასაზოგადოებასაზოგადოება
რომის პაპი ლიფტში გაიჭედა და საკვირაო მიმართვაზე დააგვიანა
რომის პაპი ფრანცისკე პირველი ვატიკანში ლიფტში გაიჭედა და წმინდა პეტრეს მოედანზე საკვირაო მიმართვაზე დააგვიანა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
82 წლის პონტიფიკოსი ლიფტის „მახეში“ ელექტროენერგიის გათიშვის გამო „გაება“. პაპს 25 წუთის განმავლობაში მოუწია ლიფტში ყოფნა, საიდანაც მეხანძრეებმა გამოიყვანეს.
პაპმა ფრანცისკემ წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილებს ბოდიში მოუხადა და განმარტა, რომ ვატიკანში ელექტროენერგიასთან დაკავშირებით პრობლემები იყო, რის გამოც იგი თითქმის ნახევარი საათის განმავლობაში ლიფტში იყო გაჭედილი.
ფრანცისკემ წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილთ მოუწოდა, მეხანძრეებს, რომლებაც იგი ლიფტიდან გამოიყვანეს, აპლოდისმენტებით მიესალმონ.
1tv.ge
კომენტარები