საზოგადოებასაბერძნეთი

საბერძნეთში ელექტროენერგია ძვირდება

ცნობილი ხდება, რომ პირველი სექტემბრიდან საბერძნეთში დენი ძვირდება. ასეთი გადაწყვეტილება სახელმწიფო სადისტრიბუციო კომპანიის გადარჩენის საბაბით მიიღეს.

როგორც ხელისუფლებაში აცხადებენ, სადისტრიბუციო კომპანიას (ΔΕΗ) 500 მილიონი ევროს დეფიციტი ჩამოუყალიბდა და მის დასაფარად საჭიროა დენის ტარიფის გაზრდა.

ელექტროენერგიის საფასური 16-იდან 19 პროცენტის ფარგლებში მოიმატებს, მომხმარებელთა კატეგორიების მიხედვით. ხელისუფლება ირწმუნება, რომ დენის მოხმარებაზე დაწესებულ დღგ-ს შეამცირებს და ამ გზით მომხმარებლებს გაზრდილი ტარიფისგან დაიცავს, თუმცა უცნობია, როდის შემცირდება აღნიშნული გადასახადი და რამდენი პროცენტით. სავარაუდოდ, დღგ-ის შემცირება ვერაფერი შეღავათი იქნება და მოქალაქეების ისედაც არასახარბიელო ფინანსური მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება. ალბათ აჯობებდა კომპანიის ხარჯები შეემცირებინათ, მაგრამ პროფკავშირების გაღიზიანებას მთავრობამ მომხმარებლების ჯიბეში ხელის უფრო ღრმად ჩაყოფა ამჯობინა.

გიორგი ჯანელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close