მიგრაციამსოფლიოკრიმინალისაზოგადოება
ბარსელონაში ჩხუბის შედეგად ახალგაზრდა ქართველი მამაკაცი დაიღუპა
ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში მომხდარი ჩხუბის შედეგად საქართველოს მოქალაქე ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა. ამის შესახებ ესპანური მედია წერს. ფაქტს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც ადასტურებს.
გაზეთ El Pais-ის ინფორმაციით, ჩხუბი კვირას, შუადღისას მოხდა 4 ადამიანს შორის. ინციდენტის შესახებ პოლიციას თვითმხილველმა შეატყობინა. ადგილზე მისულ სამართალდამცველებს 3 დაშავებული დახვდათ, მათ შორის, ერთი – მძიმედ დაჭრილი 30 წლის ქართველი მამაკაცი. დაშავებულები მაშინვე საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა საქართველოს მოქალაქის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცხედარს ექსპერტიზა უტარდება და შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ საქართველოს მოქალაქეს სამშობლოში გადმოასვენებენ.
კომენტარები