ვიდეომოგზაურობამსოფლიორას არ გაიგებ/ფაქტები

ვიღაცამ ლა-მანშის სრუტეს გადაუფრინა (ვიდეო)

ფრანგმა გამომგონებელმა ფრანკი ზაპატამ (FRANKY ZAPAtA) 4 აგვისტოს რეაქტიული მფრინავი დაფით, ჰოვერბორდით, ლა-მანშის სრუტეს გადაუფრინა. ეს არ იყო პირველი მცდელობა. მიუხედავად იმისა, რომ ფრანკიმ მფრინავი დაფა სამი წლის წინ შექმნა, მისი პირველი გამოცდა მხოლოდ 2019 წლის 25 ივლისს მოაწყო.

პირველი მცდელობა, მოწყობილობით, სახელად Flyboard Air გადაელახათ ლა-მანშის სრუტე, კრახით დასრულდა – ფრანკი წყალში ჩავარდა, როცა ჰოვერბორდის საწვავით შესავსებად სრუტეში სპეციალურად განთავსებულ პუნქტზე დაფრენას ცდილობდა, თუმცა 4 აგვისტოს, შეცდომების გათვალისწინების – საწვავის პუნქტის მოცულობის გაზრდის შემდეგ, მეორე ცდა წარმატებული აღმოჩნდა. გამომგონებელს ლა-მანშის სრუტის დასაფარად 22 წუთი დასჭირდა, შესაბამისად, ეს არის დრო, რომელიც მას მფრინავი დაფით საფრანგეთიდან დიდ ბრიტანეთში მოსახვედრად დასჭირდა. The Verge-ის ცნობით, ფრანკი 170 კილომეტრი საათში (106 მილი საათში) სიჩქარით მოძრაობდა. ასე დაფარა მან 35 კილომეტრი 22 წუთში.


ფრანკი ზაპატამ ივლისის შუა რიცხვებში საზოგადოების დიდი ყურადღება მიიქცია, როდესაც ის საფრანგეთში, ბასტილიის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე ჰოვერბორდზე იარაღით ხელში გამოჩნდა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close