მსოფლიორას არ გაიგებ/ფაქტებიკრიმინალისაზოგადოება

გაუპატიურებული ქალი არკანზასში აბორტის გაკეთებას მოძალადის ნებართვის გარეშე ვეღარ შეძლებს

30 ივლისიდან არკანზასის შტატში (აშშ) ქალი აბორტის შესახებ გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად ვეღარ მიიღებს, მას ნაყოფის მოშორებაზე ბიოლოგიური მამის თანხმობა დასჭირდება, თუნდაც ის მოძალადე იყოს. ამის შესახებ LE FIGARO წერს.

გამოცემის ცნობით, კანონი ძალაში იქნება გაუპატიურებისა და ინცესტის შედეგად დაორსულების შემთხვევებზეც. თუ ქალი მოძალადეს არ იცნობს, მისი მოძებნა მოუწევს, რათა ნაყოფის სამომავლო ბედზე საკუთარი მოსაზრება გამოთქვას. თუ კაცი უარს იტყვის, მაშინ ქალი აბორტს ვეღარ გაიკეთებს. ასეთია მარტში მიღებული კანონის შედეგი, რომელიც 2009 წლის საკანონმდებლო რეფორმას უკავშირდება.

კანონში ჩაიწერა, რომ ემბრიონზე ქალსა და კაცს თანაბარი უფლებები აქვთ. კანონის მიხედვით, არასრულწლოვან გოგონებს აბორტზე მშობლების თანხმობა დასჭირდებათ.

ქალთა უფლებების დაცვაზე მომუშავე ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია ამ კანონის წინააღმდეგ უკვე იბრძვის.

რაც შეეხება ექიმებს, რომლებიც აბორტს ორივე მხარის თანხმობის გარეშე გააკეთებენ, მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი სასჯელია გათვალისწინებული.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close