კრიმინალისაზოგადოებასაქართველო

7 წლის გოგონა, რომელსაც ძმა და მშობლები დაეღუპა, მართვით სუნთქვაზეა – ავარია ქობულეთის შემოვლით გზაზე

ქობულეთის შემოვლით გზაზე 13 ივლისს  მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული 7 წლამდე გოგონა ამ დრომდე ქუთაისის ინტერვენციულ კლინიკაში რჩება.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბავშვის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, იგი მართვით სუნთქვაზე იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში. გოგონას თავის ტვინის ანოქსიური დაზიანება აღენიშნება და მისი მდგომარეობა მართვითი სუნთქვის აპარატიდან მოხსნის შემდეგ დაზუსტდება.

ბავშვის დედ-მამა და 6 წლის ძმა რამდენიმე დღის წინ დაიღუპნენ ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ოჯახი საუდის არაბეთიდან იყო ჩამოსული საქართველოში დასასვენებლად. ამჟამად ქუთაისის კლინიკაში იმყოფება ბავშვის ბიძა, რომელიც საუდის არაბეთიდან ჩამოვიდა.

ავარიის შედეგად სულ 12 ადამიანი დაშავდა: არაბი და პოლონელი ტურისტები და ორი ქართველი მძღოლი. ქობულეთის საავადმყოფოში ამ დროისათვის მხოლოდ ერთი დაშავებული რჩება – ქართველი მძღოლი, რომელსაც ტერფის მოტეხილობა და ჰემოტორაქსი (გულმკერდში სისხლის ჩაგუბება) აღენიშნება.

შსს-ს ინფორმაციით, ქობულეთის შემოვლით გზაზე 13 ივლისს, ავარიის დროს, ერთმანეთს მინივენები შეეჯახა.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

batumelebi.netgazeti.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close