მოდა/სილამაზექართველები უცხოეთშიიტალია

DOLCE & GABBANA-ს ჩვენებაზე ქართველი ტოპმოდელი მესამედ გამოჩნდა

ქართველმა ტოპმოდელმა თათია ახალაიამ „დოლჩე და გაბანას“ მაღალი მოდის ჩვენებაში კიდევ ერთხელ მიიღო მონაწილეობა. დეფილე ამჯერად სიცილიის სამხრეთში, კონკორდიის ქალღმერთის უძველესი ტაძრის ფონზე გაიმართა. დიზაინერების შთაგონებად ძველი ბერძნული და რომაული მითოლოგია იქცა.

ჩვენება 5 ივლისს დასკვნითი დეფილეთი დასრულდა. ვიდეოკადრები და ფოტოები მოდის სახლმა Instagram-ის დაTwitter-ის გვერდებზე გაავრცელა.

პირველად პროექტი Alta Moda მოდის სახლმა 2012 წელს ტაორმინში განახორციელა, შემდეგ კი ჩვენება ზედიზედ 5-ჯერ სიცილიის მთავარ ქალაქში – პალერმოში გაიმართა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close