იტალიაკრიმინალიპოლიტიკასაზოგადოება

იტალიაში 24 სამხრეთამერიკელ ყოფილ მაღალჩინოსანს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

რომის სააპელაციო სასამართლომ 1970-80-იან წლებში ათასობით ოპოზიციონერის უკანონო დაპატიმრებისთვის, წამებისა და მკვლელობისთვის 24 სამხრეთამერიკელ ყოფილ მაღალჩინოსანს და სამხედროს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ BBC წერს.

წამებით მოკლულ ოპოზიციონერებს შორის, რომლებიც სამხრეთამერიკელი სამხედრო დიქტატორების მიერ ერთობლივად ჩატარებულ ოპერაცია „კონდორს“ ემსხვერპლნენ, 20-ზე მეტი იტალიელი იყო.

24 განსასჯელიდან 23-ს განაჩენი დაუსწრებლად გამოუტანეს. მათი იტალიაში ექსტრადირების ალბათობა ძალიან მცირეა, ამის მიუხედავად მსხვერპლთა ახლობლებმა განაჩენს „დამაკმაყოფილებელი“ უწოდეს.

მსჯავრდებულები არიან ბოლივიელი, ჩილელი, პერუელი და ურუგვაელი ყოფილი მაღალჩინოსნები და სამხედრო პირები.

ოპერაცია „კონდორი“ სამხრეთამერიკელი სამხედრო დიქტატორების მიერ ორგანიზებული და სახელმწიფო დონეზე დაფინანსებული კამპანია იყო. აშშ-ის მხარდაჭერით მოსარგებლე რეჟიმები მთელი სამხრეთ ამერიკის მასშტაბით ოპონენტების დევნაზე, გატაცებასა და განადგურებაზე შეთანხმდნენ.

ოპერაცია „კონდორის“ ყველაზე ცნობილი მსხვერპლი სალვატორ ალიენდეს პრეზიდენტობის დროინდელი ჩილეს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ორლანდო ლეტელიერი იყო, რომელიც 1976 წელს ვაშინგტონში მოკლეს.

ოპერაცია „კონდორის“ ფარგლებში მოკლულთა ზუსტი რიცხვი უცნობია. პროკურატურის ინფორმაციით, მხოლოდ არგენტინაში 100-ზე მეტი მემარცხენე აქტივისტი მოკლეს. ადამიანის უფლებათა დამცველების თქმით, საერთო ჯამში მოკლულების რიცხვი რამდენიმე ათასს აღწევს.

წყარო: imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close