საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში პრესტიჟული რესტორნის სარდაფიდან, სულ ცოტა, 150 ბოთლი ძვირადღირებული ღვინო მოიპარეს.
ფრანგული გამოცემა Le Figaro-ს ინფორმაციით, 2-ვარსკვლავიანი რესტორნის საწყობიდან მოპარული სასმლის ღირებულება მთლიანობაში 400 000-იდან 600 000 ევრომდეა.
პოლიციამ პარიზის მე-19 რაიონში, ტრიუმფალური თაღის სიახლოვეს მდებარე რესტორან Maison Rostang-ის სარდაფში 50 სმ-ის დიამეტრის ხვრელი აღმოაჩინა: ქურდებმა სწორედ ამ ხვრელის მეშვეობით შეაღწიეს მასში და პროდუქცია გაიტანეს – ღვინოები Petrus-ის და Romanée Conti-ს ზვრებიდან, რომლებიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებულია.
ძვირფას სასმელს პირადი კოლექციებიდან თუ რესტორნებიდან საფრანგეთში საკმაოდ ხშირად იპარავენ. 2017 წელს პარიზის ერთ-ერთი ლუქს-ბუტიკიდან 700 ათასი ევროს ღირებულების 69 ბოთლი ვისკი მოიპარეს.
კომენტარები