მსოფლიო
მსოფლიოში ყველაზე ძვირი განქორწინება ოფიციალუარად გაფორმდება
განქორწინება, რომელიც 38 მილიარდი აშშ დოლარი ღირს, ოფიციალურად გაფორმდება.
Bloomberg-ის ცნობით, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი ჯეფ ბეზოსი ყოფილ ცოლს, მაკკენზი ბეზოსს კომპანია Amazon-ის აქციების 4%-ს ოფიციალურად გადასცემს. განქორწინების სხვა დეტალებს ჯეფ ბეზოსის იურისტები არ ახმაურებენ.
აღნიშნული აქციების პაკეტი 38 მილიარდი აშშ დოლარი ღირს.
მაკკენზი ბეზოსი ქმართან განქორწინების შემდეგ მსოფლიოში ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანად იქცა. 36.6 მილიარდი აშშ დოლარის ქონებით ის Bloomberg-ის მილიარდერების სიაში 22-ე ადგილზეა.
Bloomberg Billionaires Index-ის მონაცემებით, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგის ლიდერები Microsoft-ის დამაარსებელი ბილ გეიტსი და Amazon-ის მფლობელი ჯეფ ბეზოსი არიან. მესამეა კომპანიათა ჯგუფისб Louis Vuitton Moet Hennessy (LVMH) მფლობელი ბერნარ არნო, რომლის ქონებამ 100 მილიარდ დოლარს გადაჭარბა.
კომენტარები