fbpx
ქართველები უცხოეთშიკულტურა

ქართველი ტენორი მიხეილ შეშაბერიძე კიდევ ერთი პრესტიჟული პრემიის მფლობელი გახდა

ტენორებისთვის განკუთვნილი ყოველწლიური პრემია წელს მიხეილ შეშაბერიძეს მიაკუთვნეს.

„ვარ ძალიან ბედნიერი და ამაყი იმიტომ, რომ გადმომეცემა ჯუზეპე ლუგოს პრიზი. ეს პრემია მიღებული აქვთ ისეთ დიდ ტენორებს, როგორებიც იყვნენ და არიან: ხოსე კარერასი, პლასიდო დომინგო, ფრანკო კორელი, ჯუზეპე დი სტეფანო და სხვანი”, – წერს მიხეილ შეშაბერიძე.

ქართველი ტენორი მიხეილ შეშაბერიძე ყველაზე ახალგაზრდა ოტელოა მსოფლიოს საოპერო ისტორიაში.

იგი ლუჩანო პავაროტის ფონდის ერთადერთი ქართველი სტიპენდიანტია და 2015 წელს მსოფლიოს საუკეთესო სოლისტთა რეიტინგში აღმოჩნდა.

მიხეილ შეშაბერიძე 2012 წლიდან გამოდის მსოფლიო საოპერო სცენებზე: არენა დი ვერონა, ვერდის თეატრი, ხორვატიის ნაციონალური თეატრი, მადრიდის სამეფო თეატრი. იგი თანამშრომლობს ცნობილ მაესტროებთან და რეჟისორებთან, როგორებიც არიან: პაოლო ოლმი, ივო ლიპანოვიჩი, ჯანპაოლო ბისანტი, ჯანლუკა მარტინენი, ივორ ბოლტონი, კასპერ ჰოლტენი, დანიელ ორენი, ანდრეა ბატისტონი, ჯულიან კოვაჩევი.

ნინო ხოშტარია

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close