ივლისის ფინანსური ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

მიმდინარე წლის ივლისი მოვლენებით მდიდარი თვე იქნება: მზის (2 ივლისს, სრული) და მთვარის (16-17 ივლისს, ნაწილობრივი) დაბნელებები და რეტროგრადული პლანეტები თავიანთ წვლილს შეიტანენ დედამიწის ენერგეტიკულ ფონში. ასტროლოგები ყველა ზოდიაქოს წარმომადგენლებს ურჩევენ, დიდი ყურადღება მიაქციონ ფინანსურ სფეროს. ეს ჰოროსკოპი ამ მხრივ კარგ დამხმარედ მოგვევლინება.
8 ივლისიდან მერკური, რომელიც  ფინანსურ ნაკადებზე ყველა სხვა პლანეტაზე უფრო ძლიერ გავლენას ახდენს, რეტროგრადული გახდება, რაც იმას ნიშნავს, რომ თვის პირველი კვირა შესაფერისია საქმეების მოსაწესრიგებლად, რადგან თამაშის შემდგომი პირობები და წესები შეიძლება შეიცვალოს.

 

ვერძი

ვერძებს ასტროლოგები ურჩევენ, არ ჩაუღრმავდნენ თვითანალიზს: ამით მათ მხოლოდ თვითრწმენა შეიძლება შეერყათ, რასაც მოჰყვება უსიამოვნებები როგორც პროფესიულ, ისე ფინანსურ სფეროში. პერსპექტიული იქნება გრძელვადიანი კაპიტალდაბანდებები, მაგალითად, უძრავი ქონების სფეროში ან სხვა ფასიანი შენაძენების გასაკეთებლად. არ ღირს აქცენტის გაკეთება მხოლოდ კარიერაზე: შესაძლოა, შემოსავლების ზრდას სხვა ფაქტორები ან იმ ნივთები აფერხებენ, რომლებსაც სახლში სიღარიბე მოაქვთ (ასეთია, მაგ., ნივთებია დეფექტიანი ან გატეხილი ნივთები).

 

კურო

კუროებისთვის კარგი იქნება, თუ ივლისში თავს დაიზღვევენ და მომავალი თვის ბოლომდე შეძლებისდაგვარად გადადებენ გარკვეულ თანხას. სრულიად შესაძლებელია მოულოდნელი ცვლილებები, რომლებიც, აგრეთვე, გამოიწვევენ ხარჯებსაც. კუროებს, რომლებსაც აქვთ ვალები ან კრედიტები, ასტროლოგები თანხის მაქსიმალურად შესაძლო ნაწილის გადახდას ურჩევენ, რაც მათ ცხოვრებაში მნიშვნელოვნად შეამცირებს დაძაბულობას და ფულის ნაკადიც უფრო სწრაფად შეუვათ. თვის შუა პერიოდი გახდება ის ზღვარი, რომლის შემდეგაც სიტუაცია შეიცვლება.

 

ტყუპი

ტყუპებს ფრთხილად ყოფნას და საეჭვო წამოწყებებში, არასანდო პროექტებსა და საშიშიშ ავანტიურებში ჩართვისგან თავის შეკავებას ურჩევენ. 8 ივლისიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ დიდი ყურადღება გამოიჩინოთ დოკუმენტების ხელმოწერისას ან ანგარიშებიდან ფულის გადარიცხვისას. მაღალია გაკოტრების რისკი, თუკი იოლ შემოსავალს გამოეკიდებით ან მხოლოდ იმის იმედად დარჩებით, რომ გაგიმართლებთ. უმჯობესია იღბალს კი არ დაელოდოთ, არამედ გრძელვადიან დაგეგმარებას და სტაბილურობას მიანიჭოთ უპირატესობა – ამ შემთხვევაში ფორტუნა მართლა გაგიღიმებთ და ფულიც თქვენს საფულეში ჩაჩხრიალდება.

 

კირჩხიბი

კირჩხიბებს ივლისში, ისე როგორც არასდროს, საკუთარი თავის რწმენა დიდად დაეხმარებათ. 18 ივლისი უაღრესად მნიშვნელოვანი დღეა, როცა ფინანსების სფეროში ცვლილებები შეიძლება მოხდეს სოციალური კავშირების გამყარების, თქვენი უნარის, დაარწმუნოთ გარშემო მყოფები და საზოგადოებაში პოპულარობის მოპოვების წყალობით. მთვარის დაბნელების წინა დღეები თამამად შეიძლება გამოიყენოთ დასასვენებლად და მოსამზადებლად, რაც კირჩხიბებისთვის ივლისის მეორე ნახევარს ფინანსებთან დაკავშირებული შესაძლებლობების  და ამბიციების გაფართოების პერიოდად აქცევს.

 

ლომი

ივლისში ლომებისთვის მნიშვნელოვანია კონკრეტული მოქმედებების განხორციელება შემოსავლების ზრდისთვის: კარიერულ ზრდაზე აქცენტი, ხარჯების გადასინჯვა და ზედმეტ დანახარჯებზე უარის თქმა ყველაზე აუცილებელი და მნიშვნელოვანი ხარჯების სასარგებლოდ. 14 ივლისს მაღალია უარყოფითი ცვლილებების რისკი მზესა და პლუტონს შორის არსებული რთული ასპექტის გამო. ამასთან, თუ ლომები სერიოზულად მიუდგებიან საქმეს, ისინი ბევრის მიღწევას შეძლებენ, მათ შორის, ერთ დღეში საკუთარი ცხოვრების მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას, თუმცა აუცილებელია, რომ საკუთარ თავს ხელი არ შეუშალოთ მცდარ მისწრაფებებთან დაკავშირებით ან არასანდო ადამიანებთან კავშირის დაჭერით.

 

ქალწული

შუა ზაფხულში ქალწულებს ფინანსების სფეროში კარგი სიახლეები ელით. ივლისის დასაწყისში ბევრი მოვლენა მოულოდნელ შედეგებს გამოიწვევს: მაგალითად, დიდი დანახარჯები სასარგებლო კაპიტალდაბანდებით შეიცვლება, ძველი მევალეები უეცრად ვალებს დაგიბრუნებენ, ხოლო უფროსებისთვის შეთავაზებულ პროექტს თანამდებობრივი დაწინაურება ან ხელფასის მომატება მოჰყვება, თუმცა ქალწულებისთვის მნიშვნელოვანია საკუთარ ოცნებებს გაჰყვნენ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 11 და 27 ივლისი, როცა ამბიციური მარსი ასპექტებს შექმნის ურანთან და სატურნთან: ეს არის პოზიციების განმტკიცების და სადავო სიტუაციებში საკუთარი ხასიათის დემონსტრირების პერიოდი.

 

სასწორი

ივლისში სასწორები, დიდი ალბათობით, მოულოდნელ სიახლეებს შეიტყობენ ფინანსებისა და კარიერულ სფეროში, ხოლო იმას, ეს სიახლეები სასიამოვნო იქნება თუ საფრთხილო, დრო გვიჩვენებს. დიდი ალბათობით კი, ერთი რამის თქმა შეიძლება: ცვლილებები სასწორებს გვერდს არ აუვლის. დროა, ბედის სადავეები საკუთარ ხელში აიღოთ და ახალი ცხოვრების შესახვედრად გადადგათ ნაბიჯები. ამასთან, უმჯობესია იხელმძღვანელოთ ლოგიკური არგუმენტებით და გადაწყვეტილებები კარგად აწონ-დაწონოთ, რადგან ივლისში პლანეტები კირჩხიბის მეექვსე გრძნობას მოადუნებენ.

 

მორიელი

ივლისში მორიელებს გაიტაცებს სასიყვარულო სფერო, ცხოვრებისეული ცვლილებების წყურვილი და უარყოფითისგან გათავისუფლების მისწრაფება. თუმცა, რომანტიკული ურთიერთობებისას და აღმაფრენის ძიებისას, არ ღირს დაივიწყოთ უფრო პრაგმატული საკითხების შესახებაც. მორიელებისთვის მნიშვნელოვანი იქნება შემოსავლების სათანადო დონეზე შენარჩუნება და საკუთარი ინტერესების საეჭვო იდეების სასარგებლოდ მსხვერპლად არ გაღება. სიმორონული რიტუალები მათ ფინანსების მოზიდვაშიც დაეხმარება და განწყობის გაუმჯობესებაშიც.

 

მშვილდოსანი

ბევრი მშვილდოსანი ივლისში ისეთ ნაბიჯებს გადადგამს, რომლებიც მათ მომავალში ფინანსურ წარმატებას მოუტანს, თუმცა ეფექტი მაშინვე თვალშისაცემი არ იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ არ ღირს დაღონება, თუკი, მაგალითად, პოტენციური კლიენტი თქვენს წინადადებას არ უპასუხებს. სასოწარკვეთა ფინანსური წარუმატებლობის კიდევ ერთ დამატებით მიზეზად შეიძლება იქცეს. სრულიად შესაძლებელია, რომ გამოთავისუფლებული დროის დახარჯვას, საბოლოო ჯამში, შეძლებთ სასარგებლო შედეგების მისაღებად.

 

თხის რქა

ფულის მოზიდვაში თხის რქებს მხოლოდ მათთვის დამახასიათებელი შეუპოვრობა კი არა, აგრეთვე, შემოქმედებითი მიდგომაც დაეხმარება. თუნდაც თხის რქები მიიჩნევდნენ, რომ საკუთარ თავში შემოქმედებით იმპულსებს მაინცდამაინც ვერ გრძნობენ, ამ მიდგომის მოსინჯვა მაინც ღირს. ეს 2019 წლის ზაფხულში მათ სარგებლობას მოუტანს. გეგმების შედგენისას კარგი იქნება მიზნების ვიზუალიზაცია: შენაძენების ჩანახატების გაკეთება, კოლაჟების შედგენა, სიების ჩამოწერა – ამით თხის რქები შეძლებენ იმ ყველაფრის შეძენას, რაც მათ ესაჭიროებათ და სამყაროსთან ჰარმონიული კავშირის დამყარებას.

 

მერწყული

ზაფხულის მეორე თვე მერწყულებისთვის სირთულეების და არაერთმნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების პერიოდი იქნება. მნიშვნელოვანია, არ დაემორჩილოთ წუთიერ ხიბლს. წარსულის სცენარების განმეორებამ შეიძლება ძველი შეცდომები გამოიწვიოს, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ უარი თქვათ იმ მავნე ჩვევებზე, რომლებიც მატერიალურ კეთილდღეობას შეამცირებენ. 30 და 31 ივლისი თვის ერთგვარ სარკედ იქცევა: თუ მერწყულები ყველაფერს სწორად გააკეთებენ, მათ მიერ არჩეული სტრატეგიის პირველი დადებითი შედეგებიც გამოჩნდება.

 

თევზები

ივლისში თევზების ფინანსური მდგომარეობა პირდაპირ იქნება დამოკიდებული მათ განწყობაზე. მათ ხელთ აქვთ ის ტუზები, რომლებიც პოტენციურად დაეხმარებიან, სძლიონ კონკურენტებს და მოწინააღმდეგეებს კარიერულ სფეროში, აგრეთვე, მოიზიდონ ფინანსები, თუმცა მომავლის შიშმა ან სხვათა წარმატების მიმართ შურმა მდგომარეობა შეიძლება გააუარესოს, განსაკუთრებით, 16-იდან 18 ივლისამდე პერიოდში და თვის ბოლოს, 28 რიცხვიდან. დროა, თევზებმა უფულობის მენტალურ მიზეზებს ომი გამოუცხადონ. ივლისში ისინი ამ ამოცანას თავს გაართმევენ.

თამთა გურული

კომენტარები