მსოფლიოში ყველაზე ძვირი განქორწინება ოფიციალუარად გაფორმდება

განქორწინება, რომელიც 38 მილიარდი აშშ დოლარი ღირს, ოფიციალურად გაფორმდება.

Bloomberg-ის ცნობით, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი ჯეფ ბეზოსი ყოფილ ცოლს, მაკკენზი ბეზოსს კომპანია Amazon-ის აქციების 4%-ს ოფიციალურად გადასცემს. განქორწინების სხვა დეტალებს ჯეფ ბეზოსის იურისტები არ ახმაურებენ.

აღნიშნული აქციების პაკეტი 38 მილიარდი აშშ დოლარი ღირს.

მაკკენზი ბეზოსი ქმართან განქორწინების შემდეგ მსოფლიოში ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანად იქცა. 36.6 მილიარდი აშშ დოლარის ქონებით ის Bloomberg-ის მილიარდერების სიაში 22-ე ადგილზეა.

Bloomberg Billionaires Index-ის მონაცემებით, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგის ლიდერები Microsoft-ის დამაარსებელი ბილ გეიტსი და Amazon-ის მფლობელი ჯეფ ბეზოსი არიან. მესამეა კომპანიათა ჯგუფისб Louis Vuitton Moet Hennessy (LVMH) მფლობელი ბერნარ არნო, რომლის ქონებამ 100 მილიარდ დოლარს გადაჭარბა.

კომენტარები